მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არა რუსულ კანონს!" - დღეს სტუდენტური მარში გაიმართება

სტუდენტების აქცია

დღეს, 13 მაისს, 19:00 საათზე, "რუსული კანონის" წინააღმდეგ სტუდენტების მარში გაიმართება. მასში მონაწილეობას როგორც კერძო, ისე სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები მიიღებენ.

"ვიკრიბებით 7 საათზე, რუსთაველის მეტროსთან, საიდანაც გადავინაცვლებთ პარლამენტთან მსვლელობით, რათა ხელისუფლებას კვლავ დავანახოთ ახალგაზრდების ძალა. ვიკრიბებით, რომ:

1.ვუთხრათ - არა რუსულ კანონს!

2.ვუთხრათ - არა რუსულ რეჟიმს!

3.ვუთხრათ - არა ძალადობას!

4.ვუთხრათ - კი ევროპას!

ქართველი სტუდენტები/ახალგაზრდები არ დავუშვებთ საქართველოს გარუსებას, არ გაპატიებთ ჩვენს მეგობრებსა თუ ქვეყნის მოქალაქეებზე ძალადობრივი გზებით თავდასხმას. პასუხი ისევ ერთია - ვერ შეგვაშინებთ!",- წერია სტუდენტების განცხადებაში.

ცნობისთვის, პროტესტის ნიშნად, საქართველოს არა ერთი უნივერსიტეტის სტუდენტი დღეს უნივერსიტეტებში არ მივიდა. პროტესტს შეუერთდა ლექტორების ნაწილიც. პროტესტს უერთდებიან თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის უნივერსიტეტის სტუდენტები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები