მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არა რუსულ კანონს, კი ევროპას - ახალგაზრდებო, ბოლომდე გეთანხმებით ამ სლოგანში - ოღონდ ჯერ გაერკვიეთ, ვინ გაშორებთ ან გაახლოვებთ ევროპას - მდინარაძე

მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ გამჭვირვალობა ვერ იქნება რუსული და შავი ფულისთვის და დეკლარაციების არშევსებისთვის ქვეყნის ჩამოქცევის მცდელობა - ევროპული. მდინარაძე ახალგაზრდებს მიმართავს და მოუწოდებს გაერკვნენ, ვინ აშორებს და აახლოებს მათ ევროპას.

"ნაცმოძრაობას და მდიდარ ენჯეოებს ახალი მდაბიო, ფაშისტური და გაღმა შედავების კამპანია წამოუწყიათ - ოღონდ ჩვენ არ გავასაჯაროოთ, რამდენ ათეულ მილიონებში ვყიდით ქვეყანას და ვინც ამის გასაჯაროებას კანონით მოითხოვს, იმას მოღალატეს დავარქმევთ და 30-30 თეთრს ჩავურიცხავთო.

რასაც რუსული ეძახეს, განხილვებზე ყველაფერი ამერიკული აღმოჩნდა და რაღა მოიფიქრონ აღარ იციან. ის რაც კარგია შტატებში და ევროპაში (თან უფრო მკაცრი ფორმით), საშინელება საქართველოში - ეს მოცემულობა არ იმუშავებს, დამიჯერეთ.

არა რუსულ კანონს, კი ევროპას - ახალგაზრდებო, ბოლომდე გეთანხმებით ამ სლოგანში - ოღონდ ჯერ კარგად გაერკვიეთ, სადაა რუსული კანონი და ვინ გაშორებთ ან გაახლოვებთ ევროპას. ეს არის მთავარი კითხვა, რაზეც თავი არავის უნდა მოატყუებინოთ. გამჭვირვალობა ვერ იქნება რუსული და შავი ფულისთვის და დეკლარაციების არშევსებისთვის ქვეყნის ჩამოქცევის მცდელობა - ევროპული!

#მამული, ენა, სარწმუნოება", - წერს მამუკა მდინარაძე.