მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არა რუსულ კანონს" - მოქალაქეები ოპერისა და ბალეტის თეატრში <ვიდეო>

ოპერაში პროტესტი
02.05.24 22:59
199

"არა რუსულ კანონს", "საქართველო" - ასეთი შეძახილებით დასრულდა ბერლინის ფილარმონიის ორკესტრის კონცერტი ოპერისა და ბალეტის თეატრში, სადაც "რუსული კანონის" საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები დარბაზში შეძახილებით შევიდნენ.

კონცერტს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

"ბრავო! მთელი დარბაზი აჰყვა!
ასე დასრულდა ბერლინის ფილარმონიის ორკესტრის კონცერტი ოპერაში.
ბეთჰოვენის მე-5 სიმფონიას ჯერ ორკესტრისთვის და შემდეგ "არა რუსულ კანონს" ტაშის გრიალი მოყვა!
დარბაზში რამდენიმე დროშა იყო, მაგრამ ყველაზე ხმამაღლა ლაშა ბუღაძის ხმა ისმოდა.
ისმოდა და დარბაზიც უნისონში ზრიალებდა!
არა რუსულ კანონს! - წერს ნათია ჭკუასელი სოციალურ ქსელში და ვიდეოს აქვეყნებს.

კონცერტს ოპერისა და ბალეტის თეატრში ცნობილი ინგლისელი დირიჟორი დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებდა. დენიელ ჰარდინგი მჭიდრო კავშირშია ბერლინის ფილარმონიულ ორკესტრთან 1996 წლის დებიუტის შემდეგ და ყოველ სეზონზე რეგულარულად იღებს მონაწილეობას ორკესტრის კონცერტებში ბერლინში. ეს არის მეორე ევროპაკონცერტი, რომელიც მისი დირიჟორობით ჩატარდება, პარიზის ორსეს მუზეუმში გამართული 2019 წლის ევროპაკონცერტის შემდეგ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები