მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არა რუსულ კანონს! - ქუთაისში სტუდენტები საპროტესტო მსვლელობას მართავენ

ქუთაისში აქცია

ქუთაისში "რუსული კანონის" წინააღმდეგ სტუდენტების პროტესტი გრძელდება. ისინი დღეს საპროტესტო მსვლელობას მართავენ, რის შემდეგაც ქუთაისის მერიასთან გადაინაცვლებენ.

უკვე რამდენიმე დღეა, სტუდენტების ნაწილმა, პროტესტის ნიშნად, აუდიტორიები დატოვა.

ამასთან, დღეს რამდენიმე მსვლელობა და აქცია იმართება დედაქალაქში. სტუდენტების ნაწილმა შეკრება 15:00 საათიდან, მზიურის პარკთან დაიწყო. ასევე, პარლამენტისკენ სტუდენტთა მიერ ორგანიზებული მარში გაიმართება „ექსპო ჯორჯიას“ მიმდებარე ტერიტორიიდან, 17:00 საათზე, ხოლო 18:00 საათზე პარლამენტთან შეკრებას გეგმავენ „თერთხალათიანები“ - ექიმები, ექთნები, რეზიდენტები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები