"რუსული კანინის" საწინააღმდეგო აქცია დღესაც გაიმართება. პროტესტის მონაწილეები შკრებას პარლამენტთან გეგმავენ, თუმცა მანამდე სხვადასხვა ადგილიდან მსვლელობას მოაწყობენ.
არსებული ინფორმაციით, დაგეგმილია სტუდენტების მსვლელობა „მზიურის“ პარკიდან 15:00 საათზე. ასევე, პარლამენტისკენ სტუდენტთა მიერ ორგანიზებული მარში გაიმართება „ექსპო ჯორჯიას“ მიმდებარე ტერიტორიიდან, 17:00 საათზე, ხოლო 18:00 საათზე პარლამენტთან შეკრებას გეგმავენ „თერთხალათიანები“ - ექიმები, ექთნები, რეზიდენტები.
„არ ვიღლებით და ვაგრძელებთ რუსული კანონის გაპროტესტებას ქალაქის სხვა უბნებშიც“,- აღნიშნავენ აქციის ორგანიზატორები.