თბილისში, რესპუბლიკის, მარჯანიშვილის მოედნიდან და მეტრო „300 არაგველიდან“ საპროტესტო, ევროპული მარში იწყება, რომლის დევიზია „არა რუსულ კანონს“.
მეტრო "300 არაგველიდან“ და რესპუბლიკის მოედნიდან პროტესტის მონაწილეები უკვე დაიძრნენ და ევროპის მოედნისკენ მიემართებიან, სადაც მათ სხვა ლოკაციებიდან წამოსული აქციის მონაწილეების შეუერთდებიან. „ჩვენ ვართ საქართველო, საქართველოს გაუმარჯოს“ - სკანდირებენ მსვლელობის მონაწილეები.
ამ ლოკაციებზე მოქალაქეების შეკრება დაახლოებით 17 საათიდან დაიწყო, მშობლები, სტუდენტები, პოლიტიკოსები და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფები „ქართული ოცნების“ მიერ პარლამენტში ინიციირებულ „რუსულ კანონს“ აპროტესტებენ.