მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არა, ყველაფერ რუსულს საქართველოში!"-წალენჯიხის მერი

წალენჯიხა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, „რუსული კანონის“ წინააღმდეგ, დედაქალაქში გამართულ საპროტესტო აქციას უერთდება და სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

წალენჯიხის მერმა, გია ხარჩილავამ საზოგადოებას მოუწოდა, რომ რეგიონებიდან დედაქალაქისკენ წავიდნენ.

მისი თქმით, გუშინ საქართველოს მთავრობამ ქართველ ხალხსა და საქართველოს მომავალზე იძალადა. ასევე აღნიშნა, რომ დღეს ბრძოლის ველი რუსთაველზე გადის და ყველა, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყნის ევროპული მომავალი, ქვეყნის მთავარ მოედანზე უნდა იდგეს.

„საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარ მოსახლეობაზე, ახალგაზრდობაზე იძალადა, ასევე იძალადა საქართველოს მომავალზე.

მოვუწოდებ საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საკუთარი სამშობლო და ღირსეული ცხოვრება ამ ქვეყანაში. დედაქალაქი დგას, დედაქალაქი იბრძვის, დედაქალაქი არ ნებდება და ახლა ყოველი ჩვენგანის ვალია, რეგიონების ვალია, რომ შევეშველოთ, ჩავანაცვლოთ, შევავსოთ მათი რიგები და ივანიშვილის ის ოცნება, რომ ჩვენ შემოდგომამდე ძალა გამოგველევა, უკან შემოვუბრუნოთ. თვითონ მოვქანცოთ და თვითონ წავიყვანოთ დათმობაზე. გაიწვიოს რუსული კანონი. საერთოდაც, არა, ყველაფერ რუსულს საქართველოში!

ხალხი მობილიზებულია. წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, როგორც ერთადერთი ოპოზიციური და შეუგუებელი ხალხის მუნიციპალიტეტი, უკვე გზაშია “,-აცხადებს წალენჯიხის მერი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები