ციფრული ინდუსტრიის განვითარების მიზნით, არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებამ კრიპტოტრანზაქციებზე დამატებითი ღირებულების გადასახადი გააუქმა.
როგორც შემოსავლების სამსახურში განმარტავენ, დღგ გაუქმდება ყველა სახის ტრანზაქციაზე, რაც კრიპტოაქტივებთან არის დაკავშირებული, თავად ამ ცვლილების მიზანი კი ქვეყანაში ინვესტირებისა და ტრეიდინგის წახალისებაა.
უკვე დიდი ხანია, რაც საამიროებში კრიპტოინდუსტრიის მიმართ ლიბერალური კანონმდებლობა მოქმედებს და ეს უკანასკნელი ცვლილება მორიგი ნაბიჯია ამ მიმართულებით.