მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ირანთან ყველანაირი ვაჭრობა და ფინანსური ტრანზაქციები შეაჩერა

სს

არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ირანთან ყველანაირი ვაჭრობა და ფინანსური ტრანზაქციები შეაჩერა.

ამის შესახებ ინფორმაციას არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო უწყების პრესსპიკერი, აფრა ალ ჰამელი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მისი თქმით, არაბთა გაერთიანებული საამიროები ირანთან ყველანაირ ვაჭრობას, კომერციულ გაცვლებსა და ფინანსურ ტრანზაქციებს “შემდგომ შეტყობინებამდე” აჩერებს.

გადაწყვეტილება მას შემდეგ არის მიღებული, რაც არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა განაცხადა, რომ ორი ბალისტიკური რაკეტა, რომლებიც “მიზანში იღებდნენ საზღვაო ნავიგაციას” ზღვაში ჩავარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები