მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Aramco-ს $161-მილიარდიანი მოგების ფონზე არაბეთის ეკონომიკა 8.8%-ით გაიზარდა

640f166207a04
გიორგი თოლორდავა
14.03.23 00:15
1029
მსოფლიოს უმსხვილესი ენერგოკომპანია Saudi Aramco რეკორდულ მოგებაზეა - საერთაშორისო ბირჟაზე ნავთობის მკვეთრად გაძვირების ფონზე, გასულ 2022 წელს არაბულმა გიგანტმა $161 მილიარდი დოლარის წმინდა მოგების მიღება შეძლო, რაც წინა წელთან შედარებით 46%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

რუსეთის მხრიდან მიწოდების შემცირების ფონზე, Saudi Aramco ნავთობის წარმოებას ზრდის - სარეალიზაციო პროდუქციის მოცულობისა და ფასების ზრდა კი კომპანიის შემოსავლიანობაზე უაღრესად დადებითად აისახება.

„ეს კორპორაციულ ისტორიაში ყველაზე მაღალი მოგების მაჩვენებელია, არასოდეს არცერთ კომპანიას მსგავსი შედეგი არ ჰქონია“, - აცხადებს Aramco-ს დირექტორი ამინ ნასერი.

Saudi Aramco-ს შემოსავლების ზრდა, ბუნებრივია, დადებითად აისახება საუდის არაბეთის ეკონომიკაზე. 2022 წელს ქვეყნის მშპ-ის მოცულობა წლიურ ჭრილში 8.8%-ით გაიზარდა, რაც პირდაპირაა კავშირში ენერგორესურსების რეალიზაციით მიღებულ საბიუჯეტო შემოსავლებთან.

Aramco-ს გენერალური დირექტორის განცხადებით, ნავთობზე მაღალი მოთხოვნა ათწლეულის ბოლომდე შენარჩუნდება, უახლოეს მომავალში კი კომპანია შემოსავლების დამატებით ზრდას პროგნოზირებს.

აღსანიშნავია, რომ Saudi Aramco მსოფლიოს რიგით მეორე ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიაა, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 1.9 ტრილიონ დოლარს შეადგენს და მას $2.3 ტრილიონით მხოლოდ ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი Apple უსწრებს.

საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები