როგორც Saudi Aramco-ს დირექტორი აცხადებს, განახლებადი ენერგია წიაღისეული საწვავის ჩანაცვლებას უახლესი ათწლეულის განმავლობაში ვერ შეძლებს, ამიტომაც ნავთობის მოპოვების მიმართულებით გლობალური ინვესტიციები უნდა გაიზარდოს.
ენერგეტიკული სააგენტოს პროგნოზით, წლის ბოლომდე ნავთობზე დღიური მოთხოვნა დამატებით 2.5 მილიონი ბარელით გაიზრდება, რაც ჩინეთის ეკონომიკის აღდგენით იქნება განპირობებული. თუკი ეს პროგნოზი გამართლდება, მაშინ Saudi Aramco-ს და OPEC-ის წევრ სახელმწიფოებს წარმოების გაზრდა მოუწევთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ბაზარზე დეფიციტი გაჩნდება, რაც ენერგორესურსების მკვეთრ გაძვირებას გამოიწვევს.
მოთხოვნის ზრდასთან დაკავშირებით ამინ ნასერი აცხადებს, რომ Aramco-სთვის ყველაზე სტრატეგიული ბაზარი სწორედ აზიის რეგიონია, რომელიც ყოველწლიურად უფრო მეტ ენერგიას მოიხმარს.
„ნავთობი ისევ ყველაზე სტაბილური და იაფი ენერგიის წყაროა, მწვანე ენერგია წიაღისეული საწვავის ჩანაცვლებას კიდევ რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ვერ შეძლებს, ამიტომაც სჯობს, სახელმწიფოებმა პრიორიტეტები სწორად განსაზღვრონ და ინვესტიციები ნავთობის და გაზის მოპოვების მიმართულებით გაზარდონ“, - აცხადებს Saudi Aramco-ს დირექტორი.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ბირჟაზე ნავთობის მკვეთრად გაძვირების ფონზე, გასულ 2022 წელს Saudi Aramco-მ 161 მილიარდი დოლარის წმინდა მოგების მიღება შეძლო, რაც წინა წელთან შედარებით 46%-ით გაზრდილი მაჩვენებელია და კაცობრიობის ისტორიაში კერძო კომპანიის მიერ გენერირებულ უმაღლეს მაჩვენებელს წარმოადგენს.
Saudi Aramco მსოფლიოს რიგით მესამე ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიაა, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 2.08 ტრილიონ დოლარს შეადგენს.
საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.