მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არანაირ კრიტიკას არ უძლებს, ისეთ მდგომარეობაშია რესპუბლიკური საავადმყოფო", – ჯანდაცვის სპეციალისტი

5e3972765c097
ინგა მურუსიძე
04.02.20 19:25
1224
"ის, რაც იყო ძველად და რაც ეკუთვნოდა საპარტნიორო ფონდს, არანაირ კრიტიკას არ უძლებს, ისეთ მდგომარეობაშია დღეს რესპუბლიკური საავადმყოფო", - ამის შესახებ ჯანდაცვის სპეციალისტმა თენგიზ ვერულავამ გადაცემა "საქმის კურსის" ეთერში განაცხადა.

მისი აზრით, აუცილებელია ბევრი მოტივაციები, სტიმულები, რაც უნდა გააჩნდეს თითოეულ პერსონალს.

"ძალიან ბევრი სამუშაო აქვს გასაწევი ამ მხრივ საჯარო სექტორს, მათ შორის ტრენინგების თვალსაზრისით. თუ არ იქნება ჩადებული დადებითი მოტივაციები, რომ უფრო უკეთესად განვითარდეს სერვისები, იგივე მდგომარეობა გვექნება, როგორც გვქონდა, ამიტომ თანამდებობების შეცვლაზე მთავარი არის ის, თუ რა შინაარსით დაიტვირთება ახალი მართვა. მნიშვნელოვანია, რა ეკონომიკური მოტივაციები ჩაიდება და ა.შ. ძალიან კარგად არის დარეგულირებული ბალანსი კერძო მომგებიანსა და სახელმწიფო მუნიციპალურ საავადმყოფოებს შორის. საჭიროა იმ გამოცდილების გადმოტანა და მისადაგება ქართულ რეალობასთან, რაც უკვე ჩატარდა. ძალიან ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი ხარისხის მართვის მიმართულებით", - განაცხადა ვერულავამ.

შეგახსენებთ, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო, ასევე "ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო" და "ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი" 27 იანვარს შექმნილ ააიპ "საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგში" გაერთიანდნენ. ჰოლდინგის ხელმძღვანელად "საქართველოს აეროპოტების გაერთიანების" ყოფილი დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე დაინიშნა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები