მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არანაირი შეცდომა არ ყოფილა, კარგად ინფორმირებულები ვართ - დეგნანი სანქციებზე

644000baa7663
მარიამ ვარადაშვილი
19.04.23 19:53
795
საქართველოში აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი ამბობს, რომ მოსამართლეების სანქციებთან დაკავშირებით არანაირი შეცდომა არ ყოფილა და აშშ-მ საფუძვლიანი შესაწვლის საფუძველზე დაასანქცირა ეს მოსამართლეები.

“მინდა ნათლად განვაცხადო, რადგან ზოგიერთმა თქვა, რომ ჩვენ კარგად ინფორმირებულები არ ვართ. არანაირი შეცდომა არ ყოფილა, ამერიკის შეერთებული შტატები აბსოლუტურად დარწმუნებულია, არსებობს ამ სავიზო სანქციების საფუძველი, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ოთხი ადამიანი ჩართული იყო კორუფციულ საქმიანობაში. ამ პროცესს წინ უძღოდა ძალიან ხანგრძლივი შესწავლა, შევაგროვეთ ინფორმაცია, რომლის უმრავლესობა არის საჯაროდ ხელმისაწვდომი, სანამ სახელმწიფო მდივანს გავუგზავნიდით. სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა დაამტკიცა ეს შეზღუდვები, რადგან ჩვენ აბსოლუტურად ვიყავით დარწმუნებულები ამაში. როგორც უკვე ვთქვი, ეს არის შესაძლებლობა საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ თავად გამოიძიოს ეს ბრალდებები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, იმავე საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციაზე დაყრდნობით და სხვა ინფორმაციაზე დაყრდნობით”,-განაცხადა დეგნანმა.

ელჩის თქმითვე, სანქცირებული მოსამართლეების გვერდით დგომა, რომელთა მიმართაც არსებობს სარწმუნო ინფორმაცია კორუფციულ ქმედებებში მონაწილეობაზე, ეს ქართველი პროფესიონალი მოსამართლეების მიმართ სოლიდარობის გამოხატვა არ არის.

“ვიმედოვნებ, საქართველოს ხელისუფლება გამოიყენებს ამ შესაძლებლობას, ჩაატაროს საკუთარი გამოძიება ამ ბრალდებებთან დაკავშირებით, იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც ფართოდ ხელმისაწვდომია და წლების განმავლობაში ცნობილია”,-ამბობს დეგნანი.

5 აპრილს აშშ-მა საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლე დასანქცირების შესახებ განაცხადა. კერძოდ, სანქციები დაუწესდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, მიხელ ჩინჩალაძეს; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს, ლევან მურუსიძეს; თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, ირაკლი შენგელიას; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, ვალერიან ცერცვაძეს [ყოფილი მოსამართლე] მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები