„არანაირი სურვილი არ მაქვს, ჩემი ქვეყნის მთავრობა და პარლამენტი სანქციების ქვეშ იყოს“ - ამის შესახებ BAG-ის ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა და „ჯეო ჰოსპიტალსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნინა კობახიძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ აშშ-ის მიერ, საქართველოს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისთვის, 30-მდე მოქალაქის სანქცირების კომენტირებისას განაცხადა, რომელთა შორის „ქართული ოცნების“ წევრებიც არიან.
"ამ {რუსულმა} კანონმა, რა თქმა უნდა, მოგვიტანა ვნებათაღელვა".... საშინლად არ მსიამოვნებს, მთავრობის და პარლამენტის წევრების სანქცირებაზე მუქარები", - თქვა მან „წერტილში“.
ნინა კობახიძე იმედს იტოვებს, რომ ხელისუფლება საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაციის ისეთ ფორმას შეარჩევს, რომლითაც ისინი დაიჯერებენ, რომ საქართველოს ევროპული კურსიდან არ გადაუხვევია.
„{სანქციები} სამწუხარო ფაქტია... შეუძლებელია, ბიზნესს მოსწონდეს ვინმეს სანქცირება, განსაკუთრებით აღმასრულებელ და საპარლამენტო ხელისუფლებაში. ეს ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია... ჩვენ - ქართული ბიზნესი საკმაოდ ოპტიმისტურად ვუყურებთ [მომავალს], ეს ბევრმა წელმა მოიტანა და მაინც იმედს ვიტოვებთ, რომ სიტუაცია დალაგდება და საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაციის ისეთი ფორმა იქნება შერჩეული, რაც მათ დააჯერებთ და დაარწმუნებთ, რომ საქართველოს არ გადაუხვევია ევროპული გზიდან. მე პირადად, არ მაქვს განცდა, რომ ევროპული გზიდან გადავუხვიეთ“, - განაცხადა ნინა კობახიძემ.