პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი თეონა აქუბარდია აცხადებს, რომ არანაირი წინასწარი გეგმა არ არსებობს და ახლა მიმდინარეობს მუშაობა იმისთვის, რომ თითოეული ხმა იყოს დაცული.
თეონა აქუბარდია გამოეხმაურა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ წინასწარ შედეგებს, რომელიც უკვე გამოქვეყნდა.
„მაშინ, როცა ყველა ხმა არ არის დათვლილი, საბოლოო პოზიციასთან დაკავშირებით გაგვიჭირდება საუბარი. მნიშვნელოვანია, რომ ყველა უბნის ხმა იყოს დათვლილი. წინასწარ მონაცემებს აკლია ემიგრაციის ხმები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ესენი არის საქართველოს ევროპული გზის მხარდამჭერი ხმები, ასევე უბნები, სადაც არჩევნები არ ჩატარებულა ელექტრონულად. საბოლოო შედეგებს ველოდებით, იქამდე პოზიციები არ იქნება, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ მთელი ეს საარჩევნო დღე არაერთი დარღვევის ფონზე მიმდინარეობდა და დაწერილი გვაქვს არაერთი საჩივარი. არანაირი წინასწარი გეგმა არ არსებობს, ვმუშაობთ იმისთვის, რომ თითოეული ხმა იყოს დაცული“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
ცესკოს მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა 2 060 400-ზე მეტმა ამომრჩეველმა მიიღო, აქტივობა 58,94% იყო. ამ დროისთვის დათვლილია 2026 საარჩევნო უბანი და შედეგები პარტიების მიხედვით ასე ნაწილდება:
პარტიის ნომერი |
პარტიის დასახელება |
შედეგი (რაოდენობა) |
შედეგი (%) |
3 |
„საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ |
3479 |
0.197 |
4 |
კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა |
197619 |
11.2 |
5 |
„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ |
173510 |
9.834 |
6 |
„ევროპელი დემოკრატები“ |
7066 |
0.4 |
8 |
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ |
44689 |
2.533 |
9 |
„ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ |
159306 |
9.029 |
10 |
საქართველოს ლეიბორისტული პარტია |
13350 |
0.757 |
12 |
„ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ |
1637 |
0.093 |
16 |
„შეცვალე საქართველო“ |
11071 |
0.627 |
17 |
„საქართველო“ |
2463 |
0.14 |
20 |
თავისუფალი საქართველო |
3651 |
0.207 |
21 |
ტრიბუნა |
2162 |
0.123 |
23 |
„ჩვენ“ |
2244 |
0.127 |
25 |
„გახარია საქართველოსთვის“ |
145205 |
8.229 |
26 |
„მემარცხენე ალიანსი“ |
1115 |
0.063 |
27 |
ქართველ ერთობა |
3918 |
0.222 |
36 |
„გირჩი“ |
56980 |
3.229 |
41 |
ქართული ოცნება |
935004 |
52.991 |