მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"არაობიექტური განცხადებებია" - ირაკლი კობახიძე ტრეფიკინგის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე

ირაკლი კობახიძე

"არაობიექტური განცხადებებია", - ამის შესახებ "ოცნების" პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ტრეფიკინგის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური ანგარიშის კომენტირებისას განუცხადა.

კობახიძის თქმით, არსებობს არაობიექტური განცხადებები საქართველოს მიმართ, რასაც შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ პოლიტიკური სარჩული.

„სადაც კეთდება ობიექტური შეფასებები, საქართველო ყველგან არის მოწინავე. ეს ეხება აბსოლუტურად ყველა კრიტერიუმს, რა კრიტერიუმითაც შეიძლება შეფასდეს ჩვენი ქვეყანა და მათ შორის, ეს ეხება ადამიანის უფლებების დაცვას, დემოკრატიას, უსაფრთხოებას, ეკონომიკას. ყველა მიმართულებით საქართველო არის მოწინავე პოზიციებზე და ეს არის ობიექტური შეფასება.

თუმცა ამ ფონზე არის არაობიექტური განცხადებები ჩვენი ქვეყნის მიმართ, რასაც შეიძლება ჰქონდეს მხოლოდდამხოლოდ პოლიტიკური სარჩული“, - განაცხადა კობახიძემ.

რა წერია სახდეპის მიერ ტრეფიკინგზე მომზადებულ ანგარიშში საქართველოზე?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები