მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

[არასამთავრობოებმა]გააგრძელონ დაუმორჩილებლობა და ბიუჯეტი შეივსება - ირაკლი ზარქუა "რუსულ კანონზე"

ირაკლი ზარქუა

გამჭვირვალობის კანონი ითვალისწინებს ჯარიმებს, პირველ ჯერზე 25 ათასი ლარია, შემდეგ 20 ათასი, გააგრძელონ და ბიუჯეტი შეივსება, რითაც კიდევ უფრო მეტ სოციალურ მიმართულებას დავაფინანსებთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, "რუსული კანონის" სამი მოსმენით მხარდამჭერმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

„კანონი მიღებულია, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმებს. პირველ ჯერზე 25 ათასი ლარია ჯარიმა, შემდეგ 20 ათასი. გააგრძელონ დაუმორჩილებლობა და ბიუჯეტი შეივსება, რითაც კიდევ უფრო მეტ სოციალურ მიმართულებას დავაფინანსებთ, უფრო მეტ ინფრასტრუქტურას განვავითარებთ. ეს მხოლოდ კარგია. ვინც კონსტიტუციურ ჩარჩოს მოერგება, მუშაობას ჩვეულებრივად გააგრძელებს, ვინც არა, დაჯარიმდება“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

გუშინ, პარლამენტმა "რუსულ კანონზე" პრეზიდენტის ვეტო დაძლია, რის შემდეგაც, გავრცელდა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები რუსულ კანონს არ დაემორჩილებიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები