მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არასერიოზული და ძალიან სამწუხარო მოვლენა" - პრემიერი აშშ-ის დაწესებულ სანქციებს წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირებს

პრემიერი

პრემიერი მიიჩნევს, რომ აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირდება.

არასერიოზული და ძალიან სამწუხარო ასეთია კობახიძის შეფასება გუშინ დაწესებულ სავიზო და ფინანსურ სანქციებზე.

"ეს არის ერთდროულად არასერიოზული და ძალიან სამწუხარო მოვლენა. ჩვენ ვიცით, რომ ხელი გავუწოდეთ ჩვენს პარტნიორებს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი რამე გაფუჭდა ქართულ ამერიკულ ურთიერთობებში გასული 4 წლის მანძილზე და ამაში, აშშ-ის ყოფილი ელჩის [კელი დეგნანის] განსაკუთრებული წვლილია. ამ ფონზე, ჩვენი მხრიდან გადაიდგა ნაბიჯები და ჩვენ ვთქვით, რომ აბსოლუტურად ღია ვართ საუბრისთვის ნებისმიერ თემაზე. ასეთ პირობებში, ასეთი ნაბიჯები კონტრპროდუქტიულია.

გვესმის, რომ არის წინა საარჩევნო პერიოდი, ისიც გვესმის, რომ არის გარკვეული პრობლემები - ამერიკულ ინსტიტუტებს სჭირდება დეოლიგარქიზაცია, ასეთ პირობებში შეიძლება ვიხილოთ მსგავსი ნაბიჯები. წინასაარჩევნო პერიოდში ამის ერთადერთი მიზანი შეიძლება იყოს არჩევნებზე გავლენის მოხდენა, თუმცა ვფიქრობ, რომ ასეთ ნაბიჯებზე ქართველი ხალხის მხრიდან იქნება ძალიან მკვეთრი პასუხი და ეს პასუხი იქნება კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ წარსულისთვის ჩაბარება. ასეთი ნაბიჯებით ვერავინ უზრუნველყოფს ხელისუფლებაში კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნებას, იმ რეჟიმის დაბრუნებას, რომელმაც ჩვენს ქვეყანას ომი, ნგრევა, ბიზნესის რეკეტი, ადამიანების წამება მოუტანა. ყველას ვურჩევ, რომ გაიაზრონ საკუთარი პასუხისმგებლობა, ასეთი რეჟიმს ხელისუფლებაში თავის დროზე მოყვანისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.", - განაცხადა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები