მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"როცა საქმე ეხება NGO-ების დაფინანსებას, მე ამას ნამდვილად ვერ დავარქმევდი დახმარებას” - კობახიძე აშშ-ის ფინანსურ მხარდაჭერაზე

პრემიერი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ აშშ-ის მიერ NGO-ების დაფინანსებას საქართველოს დახმარებას ვერ უწოდებს - ამის შესახებ მან მეთიუ მილერის განცხადების საპასუხოდ ისაუბრა. საქმე ისაა, რომ სახდეპის პრესსპიკერმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მოსალოდნელია აშშ-ის ბიუჯეტიდან საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების გადახედვა.

ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს სჭირდება გადატვირთვა, გაჯანსაღება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისათვის. მთავარია, რომ ჩვენ ვიხილოთ ასევე შემხვედრი ნაბიჯები. როდესაც საუბარია შანტაჟის ენაზე, ეს არ არის კარგი, ეს ხელს არ უწყობს ურთიერთობების გაჯანსაღებას.

მე მახსოვს, ერთ-ერთი კონფერენცია გაიმართა, არ მახსოვს ზუსტად, ალბათ 2018 ან 2019 წელს, ეს კონფერენცია ეხებოდა დათქმებით საგარეო დახმარების გაწევის პერსპექტივას და მაშინდელმა ელჩმა იან კელიმ გააკეთა ასეთი განცხადება, რომ ამერიკის შემთხვევაში დათქმებს არ ჰქონდა მაინცდამაინც დიდი დატვირთვა, იმიტომ, რომ ამერიკული დახმარება ძირითადად ხორციელდებოდა NGO-ების მეშვეობით. აქედანაც შეგიძლიათ თავად გამოიტანოთ დასკვნები. როდესაც საქმე ეხება ენჯეოების დაფინანსებას, მე ამას ნამდვილად ვერ დავარქმევდი დახმარებას”, - ამბობს კობახიძე.

ჟურნალისტების კითხვაზე, აფინანსებს თუ არა აშშ საქართველოში გზების მშენებლობას, პრემიერი აღნიშნავს, რომ თანხების მობილიზება სესხებითა და მოქალაქეების გადასახადების მეშვეობით ხდება.

შეგახსენებთ, აშშ-მა საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე პასუხისმგებელთა და მათი ოჯახების წინააღმდეგ სავიზო სანქციები უკვე გამოაცხადა. მეთიუ მილერის გუშინდელი კომენტარიდან კი ირკვევა, რომ გადახედვის პროცესშია საქართველოსთვის გამოყოფილი 390 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური დახმარებაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები