მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არასერიოზულია ამაზე მსჯელობაც კი" - პაპუაშვილი მაღალჩინოსნების შესაძლო სანქცირებაზე

პაპუაშილი

არასერიოზულს უწოდებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მსჯელობას იმ საკითხზე, რომ რუსული კანონის მიღების შემთხვევაში ქართველი მაღალჩინოსნები შესაძლოა დასანქცირდნენ. ამის შესახებ მან "ქართული ოცნების" ოფისში პოლიტსაბჭოს შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ კანონის მიღება სუვერენიტეტის და ხალხის ნაწილია და მაშინ, ქართველი ხალხი უნდა დაასანქცირონ.

"ევროპული მომავლის საბოტაჟის პირობებში ვცხოვრობთ 12 წელია, ამ ევროპარლამენტარებს და მათ წინამორბედებსა და პოლიტიკურ თანამოაზრეებს თუ დავუჯერებთ, 12 წელია ევროპული მომავლის საბოტაჟი ხდება. ამ დროს, ასოცირების ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი, ვიზალიბერალიზაცია და კანდიდატის სტატუსი მივიღეთ. ევროპასთან დაახლოების კუთხით, საერთოდ რამე თუ მოხდა მოხდა ამ ე.წ. საბოტაჟის პირობებში. შესაბამისად, ტყუილია ეს ყველაფერი და სიმართლეა ის, რომ "ქართული ოცნება" არის ერთადერთი ძალა, რომელმაც ხელშესახები წინსვლა მოიტანა ევროპულ მომავალთან დაკავშირებით.

რაც შეეხება სანქციებს, მე ვერაფერს გეტყვით, სხვა ქვეყნების გადასაწყვეტია საერთო ჯამში, მაგრამ არასერიოზულია ამაზე მსჯელობაც კი. კანონის მიღებასთან დაკავშირებით, რომელიც არის სუვერენიტეტის ნაწილი, ქართველი ხალხის ნაწილი, მაშინ ქართველი ხალხი უნდა დაასანქცირონ, იმიტომ, რომ ქართველ ხალხს სურს რაღაც კანონის მიღება", - განაცხადა პაპუაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები