მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“თუკი რომელიმე სხვა ქვეყანას უნდა, ქართველ ხალხს რუსულ სტილში ელაპარაკოს, ეს მათი არჩევანია” - პაპუაშვილი

პარლამენტი

“ქართველი ხალხის დასჯა, იმიტომ რომ ის იღებს ამა თუ იმ გადაწყვეტილებას კანონთან და პოლიტიკასთან დაკავშირებით - ამას აქამდე ერთადერთი რუსეთი აკეთებდა”, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ვიზალიბერალიზაციის მოსალოდნელი შეჩერების საფრთხეზე კითხვის საპასუხოდ მედიასთან ისაუბრა.

“თუკი რომელიმე სხვა ქვეყანას უნდა, შეუერთდეს ამ რიგს და ქართველ ხალხს ელაპარაკოს რუსულ სტილში, ეს მათი არჩევანია. მაგრამ, ქართველი ხალხის მიერ კანონის მიღების გამო, იმისთვის, რომ თავი დაიცვას უცხოური გავლენებისგან და მისთვის გამჭვირვალე იყოს ეს გავლენები, უცხოელი ზომებს რომ მიიღებს, იმის გამო, რომ მისი დაფინანსება არ იყოს გამჭვირვალე, ეს თავისთავად აჩვენებს, რომ მისი გადაწყვეტილების შინაარსი არაკეთილსინდისიერია”, - აცხადებს პაპუაშვილი.

პაპუაშვილი ასევე ამბობს, რომ საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ქვეყანა გარკვეული საფრთხეები წინაშე ყოველთვის იდგა, თუმცა ხელისუფლება ყოველთვის ქართველი ხალხის ინტერესებით მოქმედებს.

“ზოგადად, ჩვენ ძალიან რთულ რეგიონში ვცხოვრობთ. გარშემო ბევრი საფრთხეა და ამ საფრთხეებში ბოლო 30 წელია ვცხოვრობთ, თუ საუკუნეები არა. მაგრამ ჩვენი ამოსავალი ყოველთვის უნდა იყოს ერთი რამ: რაც არის ქართველი ხალხის ინტერესში.

რაც ქართველი ხალხის ინტერესშია, იმას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება და არა იმას, რაც სხვა ხალხების, ხელისუფლებების თუ ჯგუფების ინტერესებშია. ამ ინტერესების განხორციელებისთვის ხან რუსეთი გვასანქცირებდა, ხან ვინ რას გვართმევდა, მაგრამ მთავარია, რომ ჩვენ გავყვეთ ხალხის ინტერესს და ეს ყოველთვის გამოიღებს შედეგს”, - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

გუშინ, 28 მაისს, პარლამენტის მიერ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევისა და რუსული კანონის საბოლოო მიღების შემდეგ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა და ევროკომისიამ განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ “ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები ამ მოვლენებზე რეაგირებისთვის ყველა ვარიანტს განიხილავენ”.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები