საერთაშორისო ფოდმა კურაციომ, ჯანდაცვის 2023 წლის ბარომეტრი გამოაქვეყნა. კვლევაში აღნიშნულია, რომ ახლად განხორციელებული რეფორმების, მათ შორის თურქეთიდან წამლის პარალელური იმპორტის დაშვება და რეფერენტული ფასწარმოქმნის დანერგვა, შესაძლო დადებით შედეგებზე მიუთითებს. კურაციოს ცნობით, აღნიშნულს დადებითი ეფექტი ჰქონდა გარკვეული მედიკამენტების ფასების შემცირებაზე, თუმცა 2023 წლის ბოლოსთვის ფასების კლების სტაბილიზაცია შეიმჩნევა, რაც დამატებით მონიტორინგს საჭიროებს.
კითხვაზე თუ რა ტიპის მონიტორინგის აუცილებლობა დგას ბაზარზე, ფონდის პრეზიდენტი გიორგი გოცაძე აცხადებს, რომ ამ მიმართულებით აქტიური მონიტორინგია საჭირო, მათ შორის მისი თქმით, რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმის გაფართოებისას უნდა შემოწმდეს მედიკამენტების მარაგები, რომ დეფიციტი არ წარმოიქმნას.
ასევე მისი შეფასებით, მონიტორინგმა უნდა გასცეს პასუხი იმას, სჭირდება თუ არა ქვეყანას იმ რაოდენობის მედიკამენტი, რაც დღეს ქვეყანაშია. მისი თქმით, მედიკამენტების დასახელებების დიდი რაოდენობით საქართველო ევროპულ ქვეყნებს უსწრებს.
“მოლოდინი, რომ მედიკამენტებზე ფასები მუდმივად შემცირდება არასწორია, რადგან მედიკამენტებს აქვს რაღაც ფასი, ჭარბი, სულელური ზედნამატი კი გამოიდევნება და მერე ოპტიმალურ ფასი დადგება. ამ ფასების სტაბილიზაციას გარკვეულ დონემდე უნდა ველოდოთ.
მეორე რა მონიტორინგი არის საჭირო. რეფერენტული ფასები 2023 წლის იანვრიდან ამოქმედდა, მაგრამ ეტაპობრივად მოხდა იმ მედიკამენტების ჩამონათვალის გაფართოება, რომელიც ამ რეგულირების ქვეშ მოექცა. ვვარაუდობ, რომ ეს ხდებოდა სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ, როდესაც აკვირდებოდა იმ უკუკავშირს, რომელიც მოდიოდა. ინდუსტრიიდან გარკვეული კორექციების შეტანა ხდებოდა, რის საფუძველზეც მოხდა პაკეტის გაფართოება. მონიტორინგი ამ მედიკამენტების მარაგებს უნდა აკვირდებოდეს, რომ დეფიციტი არ შეიქმნას, რაც რამდენჯერმე უკვე მოხდა.
მონიტორინგი ასევე საუბრობს, გვჭირდება თუ არა ამდენი დასახელების მედიკამენტი, რადგან საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ფართო დასახელებების მედიკამენტები აქვს, ანუ ევროპის ქვეყნებში არ მოიხმარება იმდენი დასახელების წამალი რაც საქართველოში. მონიტორინგი გულისხმობს ამ სიის გარკვეულწილად ოპტიმიზაციას და იმ ოპტიმუმამდე დაყვანას, როგორც ეს ევროპულ ქვეყნებს აქვთ, ”- ამბობს საერთაშორისო ფონს კურაციოს პრეზიდენტი გიორგი გოცაძე.