მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არასწორია ის, რომ რუსეთმა სავაჭრო-ეკონომიკური ბლოკადა საქართველოს ხარჯზე დაძლია - ირაკლი კობახიძე

649423ad7e5af
გიგა ბენია
22.06.23 14:36
779
"საუბარი იმაზე, რომ საქართველოს ხარჯზე დაძლია რუსეთმა სავაჭრო-ეკონომიკური ბლოკადა, რა თქმა უნდა, არასწორია", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ამ განცხადებით ირაკლი კობახიძე "რია ნოვოსტის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, სადაც გამოცემა რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელ რუსლან დავიდოვზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთმა დასავლეთის ეკონომიკური ბლოკადა ზემო ლარსის საბაჟო გამშვები პუნქტის დახმარებით გაარღვია.

"რუსეთის ფედერაციას  სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობები მრავალ ქვეყანასთან აქვს, მათ შორის, არის უზარმაზარი ქვეყნები, როგორიცაა ჩინეთი, ინდოეთი და სხვა. რაც შეეხება საქართველოს წილს რუსეთის ვაჭრობაში, ეს 0.3%-ია. გამომდინარე აქედან, როცა ვიღაც ამბობს, რომ საქართველოს შეაქვს არსებითი წვლილი ამ ბლოკადის დაძლევაში, ეს არის აცდენილი სინამდვილესთან. ჩვენ ვინარჩუნებთ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, არ ვაწესებთ სანქციებს რუსეთის ფედერაციის მიმართ, მაგრამ საუბარი იმაზე, რომ საქართველოს ხარჯზე რუსეთმა სავაჭრო-ეკონომიკური ბლოკადა დაძლია, რა თქმა უნდა, არასწორია. ჩვენ მომავალშიც შევინარჩუნებთ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას, მოსახლეობას, ამ კუთხით, ჩვენი პოლიტიკა არავითარ შემთხვევაში არ გადაიხედება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები