სტუმარმასპინძლობის ობიექტი, რესტორანი „ნარნარის“ თანადამფუძნებელი, ქეთი როხვაძე BM.GE-სთან აცხადებს, რომ ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მათ რესტორანში როგორც უცხოელი, ასევე ქართველი სტუმრების ნაკლებობა შეინიშნება.
მისივე თქმით, ქვეყანაში ტურისტული ნაკადების მცირე რაოდენობა ისედაც შეინიშნებოდა, თუმცა, ახლა, მათი რესტორნით, კიდევ უფრო მცირე რაოდენობა სარგებლობს.
„ზოგადად სარესტორნო ბიზნესში სამუშაო პროცესი ძალიან არის შემცირებული. ქვეყანაში ტურისტების ნაკლებობა უკვე შეინიშნება, ამასთან ქართველი სტუმრებიც ნაკლებად გვსტუმრობენ, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე.
არავის არ აქვს შესაბამისი ხალისი და განწყობა იმის, რომ რესტორნებში ვიაროთ და საღამოები იქ გავატაროთ. მე მაინც იმედიანად ვარ, რომ ამ პერიოდს წარმატებით გადავლახავთ. ამიტომ, მაინც პოზიტიური მოლოდინები მაქვს“,- აცხადებს რესტორნის თანადამფუძნებელი.