მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არავის გვსიამოვნებს, როცა ამა თუ იმ მიმართულების სუბსიდირება ხდება საჭირო - ფინანსთა მინისტრის მოადგილე

60e84c3eec167
ინგა მურუსიძე
09.07.21 17:17
956
მიმდინარე წელს ყურძენი კვლავ დასუბსიდირდება. პარლამენტში, რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ თქვა, რომ სუბსიდირება "არავის სიამოვნებს".

„რაც შეეხება რთველს და სუბსიდირებას. არავის გვსიამოვნებს, როცა საჭირო ხდება სუბსიდირება ამა თუ იმ მიმართულებით და ძალიან მიშვნელოვანი იქნება, რომ სწორი ნაბიჯები გადავდგათ და ხარისხი გავაუმჯობესოთ. რა თქმა უნდა, ძალიან რთული და მიუღწეველი იქნება, რომ დღეს რაღაც ადგილას ვართ და ხვალ უცებ სასწაული ხარისხის ყურძენი და ღვინო მივიღოთ.

მაგრამ უნდა ჩამოვაყალიბოთ სწორი პოლიტიკა, რომ თუნდაც 4 წელიწადში ხარისხის იმ მაჩვენებელს მივაღწიოთ, რომ სუბსიდირება აღარ იყოს საჭირო, ან თუნდაც გრძელვადიან პერიოდზე იყოს გათვლილი. ის, რომ ხარისხის მიღწევაში მეტი ბიუჯეტი დაგვეხარჯოს უფრო სწორი იქნება, სექტორის განვითარებისთვის, ვიდრე სუბსიდირება და ამაზე უნდა ვიმუშაოთ“,- განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები