მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არავის შეუძლია არჩევანის გაკეთება ქართველი ხალხის გარდა და ამ არჩევანს დაეთანხმება ევროკავშირიც - ევროპარლამენტარი

რასა იუკნევიჩიანე

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე ამბობს, რომ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, რამდენად მისაღებია მოქმედი მთავრობის ანტიევროპული პოლიტიკა. ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რომელიც თბილისში საერთაშორისო კონფერენციას - "გარდამტეხი წელი" ესწრება, BMG-სთან განაცხადა.

მან ქვეყანაში არსებულ სიტუაციის შეფასებისას აღნიშნა, რომ „რუსული კანონი“ ქვეყნის დასავლური ინტეგრაციის წინააღმდეგაა მიმართული.

„ეს არა ეგრეთ წოდებული, არამედ ნამდვილად რუსული კანონია, რომელიც საქართველოს დასავლური ინტეგრაციის წინააღმდეგ არის მიმართული და გზას ე.წ. რუსული სამყაროსკენ ხსნის. ეს არ არის მხოლოდ კანონი, ეს მთავრობის ქმედებებია, რომელიც ამას ძალიან ღიად აკეთებს. ეს იმ ყველაფრის წინააღმდეგაა, რასაც ევროპულ ცხოვრების გზას ვუწოდებთ. ვფიქრობ, არჩევანი ხალხის ხელშია. არავის შეუძლია ამ არჩევანის გაკეთება ქართველი ხალხის გარდა და მათ არჩევანს დაეთანხმება ევროკავშირიც, რადგან ასე მუშაობს დემოკრატია. თუ ხალხის იტყვის, რომ მათთვის მისაღებია ასეთი პოლიტიკის ქონა, ანტიევროპული მიდგომა, ეს ქართული არჩევანი იქნება, სამწუხაროდ. თუმცა, ვიმედოვნებ, ასე არ მოხდება“,- აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

მისივე თქმით, საქართველოს სჭირდება დეოლიგარქიზაცია, რაც დებიძინიზაციას გულისხმობს.

„დეოლიგარქიზაცია ევროკომისიის 12 მოთხოვნას შორისაა. ზოგიერთი მაღალჩინოსანი თავს აჩვენებენ, რომ არ ესმის ეს რას ნიშნავს. ეს საქართველოს დებიძინიზაციას ნიშნავს.

ყველაფერი ქართველი ხალხის ხელშია. გარედან არავის არ შეუძლია იმაზე მეტის გაკეთება, ვიდრე თავად ქართველებს. ჩვენ, ლიეტუვას ან ევროკავშირს, არ შეგვიძლია ვიყოთ უფრო მეტად ქართველები, ვიდრე თავად ქართველები არიან. არჩევნები საუკეთესო შესაძლებლობა...“,- განაცხადა ევროპარლამენტარმა.

რაც შეეხება შესაძლო სანქციებს, რასა იუკნევიჩიანეს თქმით, აშშ-ის ნაბიჯებმა აჩვენა, რომ საუბრებს ქმედებები მოჰყვება.

„ამერიკელებმა უკვე მიიღეს გადაწყვეტილება სამხედრო დახმარებაზე, ეს გზავნილია საქართველოს მთავრობისთვის, რომ მხოლოდ საუბრები კი არ არის, ქმედებებია. ვფიქრობ იგივე იქნება ევროკავშირთან დაკავშირებითაც. ნოემბერში უკვე დამტკიცებული გვექნება ახალი კომისია და ვფიქრობ, გვექნება ცვლილებები უფრო ძლიერი პოზიციებით მათ შორის ანტიდემოკრატიულ ქმედებებზეც“,- თქვა ევროპარლამენტარმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები