მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არცერთი მტკიცებულება არ გვინახავს - პრემიერი მოსამართლეების სანქცირებაზე

6433dea4a17ef
მარიამ ვარადაშვილი
10.04.23 14:06
564
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ უცხო ქვეყნის მიერ საქართველოს სასამართლო სისტემაში ჩარევა დაუშვებელია. ღარიბაშვილი ასევე ამბობს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მტკიცებულება არ წარმოუდგენია, რის საფუძველზეც ოთხი მოსამართლე დასანქცირდა.

“არათუ მე, არცერთ მოქალაქეს არ უნახავს რაიმე მტკიცებულება, რაც ამ გადაწყვეტილებას თან ახლდა. ეს გადაწყვეტილება ჩემთვის დიდ კითხვის ნიშანს აჩენს, სამწუხაროა და გაუგებარია. ვფიქრობ, სიმართლე გაირკვევა და საუბარი გვექნება ჩვენს პარტნიორებთან და არცერთი პასუხგაუცემელი კითხვა არ დარჩება, ამისი მჯერა. ეს ჩემთვისაც და ჩვენთვისაც სიურპრიზი იყო. არ მომისმენია, რომ რაღაც კითხვები არსებობდა და თუ ასეთი ფაქტი ვინმეს აქვს, ყოველთვის მზად ვართ მოვისმინოთ ისინი. ერთი რამ მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ მიუღებელი და დაუშვებელია სუვერენული ქვეყნის დამოუკიდებელ სასამართლოში რაიმე ფორმით ჩარევა. ასევე ნებისმიერი გადაწყვეტილება თუ განცხადება, რაც აღქმას შექმნის იმისა, რომ სასამართლოში რაიმე ფორმით ჩარევა ხდება, აუშვებელია”,-აცხადებს ღარიბაშვილი.

5 აპრილს აშშ-მ საქართველოს სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლე დასანქცირების შესახებ განაცხადა. ამერიკის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ასანქცირებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, მიხელ ჩინჩალაძეს; იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს, ლევან მურუსიძეს; თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, ირაკლი შენგელიას; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, ვალერიან ცერცვაძეს [ყოფილი მოსამართლე] მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები