მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Archer Aviation-მა აბუ-დაბიში საჰაერო ტაქსი გამოცადა

Archer Aviation

საჰაერო ტრანსპორტის ფუტურისტული მომავალი სულ უფრო რეალური ხდება. ამერიკულმა სტარტაპმა Archer Aviation-მა, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა eVTOL-სექტორში, აბუ-დაბიში საკუთარი წარმოების მფრინავი ტაქსი გამოცადა. კომპანიისთვის ეს მნიშვნელოვანი ეტაპია, რომელიც აჩვენებს, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები მზადაა ურბანული საჰაერო მობილობის მიმართულებით გლობალური ჰაბი გახდეს.

Midnight-ის პირველი სატესტო ფრენა აბუ-დაბის ალ-ბატინის აეროპორტში შედგა. ფრენა სრულად უპილოტო რეჟიმში განხორციელდა და მისი მიზანი მაღალი ტემპერატურის, მაღალი ტენიანობის და მტვრის პირობებში უპილოტო საფრენი აპარატის გამოცდა იყო. როგორც Archer Aviation-ში ამბობენ, რეალურ პირობებში ფრენით კომპანია იღებს იმ ინფორმაციას, რომელიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში და აშშ-ში ლიცენზიის უფლების მისაღებად დასჭირდება.

სატესტო ფრენები Archer Aviation-მა ჯერ კიდევ 2023 წელს, კალიფორნიაში დაიწყო, ახლა კი კომპანია პილოტირებულ ფრენებსაც ახორციელებს. კომპანიის მიზანია, საჰაერო ტაქსების კომერციული ოპერაციები აბუ-დაბიში 2026 წლიდან დაიწყოს, რა დროსაც მისი პარტნიორი ოპერატორი კომპანია Abu Dhabi Aviation-ი იქნება.

აღსანიშნავია, რომ Archer Aviation-ის პირველი ფრენა აბუ-დაბიში დაემთხვა მისი პირდაპირი კონკურენტის, Joby Aviation-ის სადემონსტრაციო ფრენებს დუბაიში. Joby Aviation-ი, რომელმაც დუბაის პირველი საჰაერო ტაქსი უკვე მიაწოდა, კომერციული ოპერაციების დაწყებას ასევე 2026 წლიდან გეგმავს. კომპანიას ექვსწლიანი ექსკლუზიური ხელშეკრულება აქვს დუბაის მთავრობასთან, რაც მას საჰაერო ტაქსების ერთადერთ ოპერატორად აქცევს ქალაქში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები