დღეს, 26 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის 150 დეპუტატს ამომრჩევლები პროპორციული საარჩევნო სისტემით პირველად აირჩევენ. მოქალაქეებს ბიულეტენზე 18 საარჩევნო სუბიექტი, ანუ პოლიტიკური პარტია დახვდებათ, რომელთაგან ერთი სასურველი პარტიის წინ არსებული წრე უნდა გააფერადონ.
რომელი პარტია და კოალიცია რა ნომრით მონაწილეობს საპარლამენტო არჩევნებში?
ამომრჩეველს ბიულეტენზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დამტკიცებული შემდეგი რიგითობა დახვდება:
№3 – „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია”;
№4 – კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა;
№5 – „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა”;
№6 – „ევროპელი დემოკრატები”;
№8 – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”;
№9 – „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!”;
№10 – საქართველოს ლეიბორისტული პარტია;
№12 – „ჩვენი გაერთიანებული საქართველო”;
№16 – „შეცვალე საქართველო”;
№17 – „საქართველო”;
№20 – თავისუფალი საქართველო;
№21 – ტრიბუნა;
№23 – „ჩვენ”;
№25 – „გახარია საქართველოსთვის”;
№26 – „მემარცხენე ალიანსი”;
№27 – ქართველ ერთობა;
№36 – „გირჩი”;
№41 – „ქართული ოცნება”.