მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არჩევის შემდეგ, დონალდ ტრამპი ვლადიმირ პუტინს პირველად ესაუბრა

პუტინი და ტრამპი

ამერიკული მედიის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, დონალდ ტრამპი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ტელეფონით ესაუბრა. როგორც ანონიმური წყარო რამდენიმე ავტორიტეტულ გამოცემას უყვება, პრეზიდენტად არჩეულმა დონალდ ტრამპმა, რომელიც ამ დროს ფლორიდაში მდებარე რეზიდენციაში იმყოფებოდა, ვლადიმირ პუტინს ურჩია, უკრაინაში ომი არ გაეღრმავებინა. მან შეახსენა პუტინს, თუ რაოდენ დიდ არმიას ფლობს ამერიკის შეერთებული შტატები ევროპაში.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ლიდერებს შორის საუბარი ხუთშაბათს შედგა, ხოლო ერთი დღით ადრე, დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტს ესაუბრა. აშშ-ის მომავალ პრეზიდენტს და ომში ჩართულ ლიდერებს შორის საუბარი მოსალოდნელი იყო, რადგან ტრამპის საარჩევნო კამპანიის დიდი ნაწილი სწორედ უკრაინაში მიმდინარე ომის სწრაფად დასრულებაზე იყო აგებული. ამ დროისთვის, რუსეთს უკრაინის ტერიტორიის მეხუთედი აქვს ოკუპირებული. რუსეთის აზრით, ომი მანამ არ დასრულდება, სანამ რუსეთი ამ ტერიტორიებს არ გაიფორმებს, მაგრამ უკრაინა ამ შეხედულებას არ იზიარებს — ასე ფიქრობენ დასავლური სახელმწიფოების ლიდერებიც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები