არჩევნები გადაწყვეტს იმას, რომ ქართველი ხალხი დგას საკუთარი ინტერესების სადარაჯოზე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა და დასძინა, რომ ქართველ ხალხს არჩევანი ექნება გასაკეთებელი 26 ოქტომბერს ეროვნული ინტერესების გამტარებელ ხელისუფლებასა და ქვეყნის შიგნით თუ გარეთ სხვადასხვა ჯგუფების ინტერესების გამტარებლებს შორის.
“არჩევანი ზუსტად ეს იქნება: ჩვენ გვინდა გვქონდეს საქართველო, ჩვენი ეროვნული ინტერესები გავატაროთ, რომელიც ჩვენი ხალხისგან არის მანდატით მონიჭებული, თუ ჩვენ გვინდა ვასალი პოლიტიკოსები, რომლებიც პარლამენტში არა ხალხის ინტერესით იმოქმედებენ, არამედ იმის მიხედვით, რას ეტყვიან მას სხვადასხვა ჯგუფები ქვეყნის შიგნით თუ გარეთ და ამ დაკვეთის მიხედვით იმოქმედებენ. არა ქართველი ხალხის მანდატით, არამედ სხვა ხალხების მანდატით, არა ქართული დროშის გულისთვის, არამედ სხვა დროშების ფრიალით და სხვა დროშებზე ტაშის კვრით. ამას ხომ ვხედავთ, არ უყურებთ რა ხდება ჩვენს ოპოზიციასა და NGO-სექტორში?! ამიტომ 26 ოქტომბერს ეს არჩევანი ექნება ქართველ ხალხს გასაკეთებელი”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.