მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები - ცესკო

617e53d37634f
BM.GE
31.10.21 12:27
799
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ  საარჩევნო უბნებიდან მიღებული საარჩევნო ოქმების მიხედვით, არჩევნების მეორე ტურის შედეგები ასე გამოიყურება:

თბილისი- „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ხმების 55,6% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა ნიკანორ მელიამ კი 44,39%.

რუსთავი - „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ნინო ლაცაბიძე 53,71%-ით გაიმარჯვა, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა ხმების 46,28% მიიღო.

ქუთაისი - ხმების დიდი ნაწილი - 51,64% „ქართული ოცნების“ კანდიდატმა იოსებ ხახალეიშვილმა მიიღო, 48,35% აქვს ნაციონალური მოძრაობის კანდიდატ ხატია დეკანოიძეს.

ფოთი- ნაციონალური მოძრაობის კანდიდატ გიგი უგულავას ხმების 42,65% აქვს, ქართული ოცნების კანდიდატს ბექა ვაჭარაძეს კი 57,35%.

ბათუმი- „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გიორგი კირთაძემ ხმების 48,98% მიიღო, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა არჩილ ჩიქოვანმა კი 51,1%.

თელავი - „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ლევან ანდრიაშვილმა გაიმარჯვა - 56,89%-ით, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“, კანდიდატს გიორგი ბოტკოველს - 43,1% აქვს.

თიანეთი - „ქართული ოცნების“ კანდიდატს ლევან წიკლაურს - 54,82% აქვს, ხოლო „თამაზ მეჭიაური -ერთიანი საქართველოსთის“ კლანდიდატს- თამაზ მეჭიაურს - 45,17%.

ქარელი - „ქართული ოცნების“ კანდიდატს ზაზა გულიაშვილს 56,73%, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს ნიკოლოზ ახალკაცს 43,26% აქვს.

ხაშური - „ქართული ოცნების“ კანდიდატს თენგიზ ჩიტიაშვილს 59,82% აქვს, ხოლო ნაციონალური მოძრაბის“ კანდიდატს იოსებ ბუაძეს 40,91%.

ცაგერი - „ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი ნემსაძე ლიდერობს - 62,87%-ით, ხოლო მის კონკურენტს „გახარია - საქართველოსთის“ პარტიის კანდიდატს, ბესარიონ ბენდელიანს - 37,12% აქვს.

ბაღდათი - „ქართული ოქნების“ კანდიდატს კახა ენუქიძეს 60, 69%, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, გიორგი რობაქიძეს 39,3%.

წყალტუბო - „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გენადი ბალანჩივაძემ გაიმარჯვა 57,16%-ით, ხოლო მის კონკურენტს „ნაციონალური მოძრაობიდან“, ზაზა მეტრეველს 42,83% აქვს.

ოზურგეთი - „ქართული ოცნების კანდიდატმა“ ავთანდილ თალაკვაძეს ხმა 55,4%-მა ხოლო კონსტანტინე შარაშენიძეს 44.59%-მა მისცა.

სენაკი - „ქართული ოცნების“ კანდიდატს, ვახტანგ გადელიას 53,7%, ხოლო ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, კობა ნაყოფიას - 46,92% აქვს.

მარტვილი - „ქართული ოცნების“ კანდიდატს თორნიკე ჯანაშიას 51,84% აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს თეიმურაზ ჯანაშიას 48,15%.

ხობი - „ქართული ოცნების კანდიდატს დავით ბუკიას 56,78% აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, ბესიკ შენგელიას 43,22%.

ზუგდიდი - „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, მამუკა წოწერიამ გაიმარჯვა. წოწერიას 51,63% აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს - ანზორ მელიას 48,36%.

წალენჯიხა - ერთადერთი თვითმმართველი თემია, სადაც ოპოზიციის კანდიდატი იმარჯვებს. წინასწარი მონაცემებით გიორგი ხარჩილავას 51.1% აქვს, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატს, გოგა გულორდავას 48,89%.

ჩხოროწყუ - „ქართული ოცნების“ კანდიდატმა დათო გოგუამ ხმების 50,88%, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ბადრი ქარჩავამ - 49,11% მიიღო.

ხელვაჩაური - „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ზაზა დიასამიძემ გაიმარჯვა, მას 55%-ით, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს მიშა ბოლქვაძეს 44,99% აქვს.


შენიშვნა: როგორც ცესკოში გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, ვებგვერდზე თბილისის შემთხვევაში 768 უბანის შედეგებია ატვირთული და დარჩენილი 1 უბნის შედეგები რამდენიმე წუთში ტექნიკური გაუმართავობის აღმოფხვრის შემდეგ აიტვირთება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები