მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არჩევნების მიმდინარეობისას გამოიკვეთა დარღვევები, რომლებიც გამოძიებული და პასუხგაცემული უნდა იყოს" - ჰერჩინსკი

ევროკავშირი

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ 26 ოქტომბერს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობისას დარღვევები გამოიკვეთა, რომლებიც დამოუკიდებელმა და გამჭვირვალე გამოძიებამ უნდა შეისწავლოს.

კითხვაზე, სჯერა თუ არა ევროკავშირს, რომ საქართველოს ხელისუფლება მიუკერძოებელ საგამოძიებო პროცესს აწარმოებს, ჰერჩინსკი აცხადებს, რომ ამის იმედი აქვს.

"ეს არჩევნები კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო ევროკავშირის გადმოსახედიდან. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ამომრჩევლებმა კენჭისყრაში მონაწილეობა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის მოქალაქეების სტატუსით მიიღეს.

არჩევნების მიმდინარეობისას გამოიკვეთა დარღვევები, რომლებიც გამოძიებული და პასუხგაცემული უნდა იყოს გამჭვირვალე და დამოუკიდებელი გზით. დიახ, როგორც ჟოზეფ ბორელმა თქვა, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს საარჩევნო პროცესი თავისუფლად და სამართლიანად არ შეუფასებიათ, თუმცა არც საპირისპიროდ შეაფასეს. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი კიდევ უფრო მეტი გამოძიება და ვიმედოვნებ, რომ ქვეყნის ყველა შესაბამისი ორგანო, ძალიან სწრაფად, დამოუკიდებლად და გამჭვირვალედ გამოიძიებს ყველა ბრალდებას და შესაბამის ზომებს მიიღებს", - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

რამდენიმე წუთის წინ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა, და ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ ევროკავშირის გაფართოების ანგარიში წარადგინეს, რომელშიც 10 ქვეყნის პროგრესია შეფასებული. კონფერენციაზე ჯოზეფ ბორელმა საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობაც შეაფასა და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით მიუკერძოებელი გამოძიება უნდა დაიწყოს.

მთავრობამ ევროპული გზიდან გადაუხვია - ევროკომისია საქართველოსთან მოლაპარაკებების გახსნის რეკომენდაციას არ გასცემს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები