ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ქადაგიძე BMGTV-ს გადაცემაში BMGDRIVE აცხადებს, რომ არჩევნებში ნებისმიერი ავტორიტარი საუკეთესო შედეგს აჩვენებს იმ საარჩევნო ოლქში, სადაც ყველაზე დიდი გაჭირვებაა.
"ისტორიულად თუ გადავხედავთ ნებისმიერი ავტორიტარის შედეგებს, ისინი საუკეთესო შედეგებს აჩვენებენ ოლქებში, სადაც არის ყველაზე გაჭირვება.
მაგალითად ჩოხატაური, სადაც ტოტალური სიღარიბეა, ყველა არჩევნებზე ჩოხატაური ირჩევს "ქართულ ოცნებას". ამიტომ, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ საუბარი ინვესტიციებზე არის სისულელე. ქართული ოცნების მთავარი მოკავშირე არის სიღარიბე. მას უნდა სიღარიბე და ღარიბი მოსახლეობა, რადგან ღარიბ მოსახლეობაზე მარტივია ზემოქმედება, გავლენის მოხდენა, დაშინება, მოსყიდვა, სხვადასხვა პროგრამებში ჩართვა ან არ ჩართვა. ამიტომ სისულელეა ეს რიცხვები, განცხადებები მილიარდებზე", - განმარტავს ქადაგიძე.