მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

არჩევნების წინ, EU სომხეთში ჰიბრიდული სწრაფი რეაგირების ჯგუფს გაგზავნის

კაია კალასი

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა განაცხადა, რომ ევროკავშირი სომხეთში ჰიბრიდული სწრაფი რეაგირების ჯგუფს გაგზავნის.

ამ გადაწყვეტილების მიზანია 7 ივნისს დაგეგმილ არჩევნებში არსებული საფრთხეების მოგერიება.

„სომხეთის თხოვნის შესაბამისად, ევროკავშირი განათავსებს ჰიბრიდული სწრაფი რეაგირების ჯგუფს, რათა დაეხმაროს ქვეყანას წინასაარჩევნო საფრთხეებთან გამკლავებაში. ჩვენს სამეზობლოში დემოკრატიული მდგრადობის მხარდაჭერა კვლავაც პრიორიტეტულია. ჩვენ სომხეთს უცხოური ჩარევის წინაშე მარტო არ დავტოვებთ. ზეწოლის ქვეშ მყოფ დემოკრატიებს შეუძლიათ ევროპის იმედი ჰქონდეთ,“ - განაცხადა კალასმა საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის შემდგომ გამართულ ბრიფინგზე.

2025 წლის დეკემბერში კალასმა განაცხადა, რომ სომხეთმა ევროკავშირს დახმარება სთხოვა 2026 წელს დაგეგმილი არჩევნების წინ „მავნე ზეგავლენის“ წინააღმდეგ ბრძოლისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები