"არჩევნებმა მშვიდ, გამართულ და თავისუფალ გარემოში ჩაიარა" - ეს განცხადება გიორგი კალანდარიშვილმა, ცესკოს თავმჯდომარემ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, საარჩევნო პროცესმა "ფაქტობრივად, ხარვეზების გარეშე ჩაიარა".
მან ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადა აქტიურობისთვის და მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოჩენისთვის.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, თბილისის მერის არჩევნებში კახა კალაძემ ხმების 71.55% მიიღო, ირაკლი კუპრაძემ - 12.45%, იაგო ხვიჩიამ - 7.52%




























