აშშ-ის შუალედურ არჩევნებში დემოკრატების მიერ კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლის დაბრუნებამ და რესპუბლიკელების ისტორიულმა მარცხმა დონალდ ტრამპის ქონების $168 მილიონით შემცირება გამოიწვია.
ამერიკის პრეზიდენტის ფინანსური დანაკარგი კომპანია Trump Media & Technology Group-ის აქციების რეკორდულმა გაუფასურებამ განაპირობა. კერძოდ, DJT-ის შეფასება ერთ დღეში 25%-ით დაეცა, ხოლო წლის განმავლობაში მან 67%-იანი კორექცია განიცადა. შესაბამისად, კომპანიის კაპიტალიზაცია 1.25 მილიარდ დოლარამდე შემცრიდა.
კომპანიის აქციების ვარდნის ფონზე, Forbes-ის რეიტინგში დონალდ ტრამპი 623-ე პოზიციამდე ჩამოქვეითდა, სადაც ის ამჟამად $6.4-მილიარდიანი ქონების შეფასებით არის წარმოდგენილი.
არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, დონალდ ტრამპმა რესპუბლიკელთა მარცხი საარჩევნო ბიულეტენში საკუთარი გვარის არარსებობას დააბრალა. მისი თქმით, კენჭისყრაში თავად რომ ყოფილიყო ჩართული, პარტია დამაჯერებელ გამარჯვებას აუცილებლად მოიპოვებდა. მიუხედავად ამ განცხადებისა, რამდენიმე საათში ტრამპმა საჯაროდ აღიარა, რომ რესპუბლიკელების დამარცხების რეალური მიზეზი ირანის ომი იყო, რომელის გაგრძელებას ამერიკელების უდიდესი ნაწილი ეწინააღმდეგება.
Trump Media & Technology Group-ის ფინანსურ მდგომარეობას რაც შეეხება, პლატფორმა Truth Social-ის მფლობელი კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები კვლავ არასახარბიელოდ გამოიყურება. 2026 წლის მეორე კვარტალში Trump Media-მ $238.1 მილიონის წმინდა ზარალი დააფიქსირა, შემოსავალმა კი მხოლოდ $1.7 მილიონი შეადგინა.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპის კაპიტალის ძირითად ნაწილს უძრავი ქონების პორტფელი შეადგენს, Trump Media-ში კი აშშ-ის პრეზიდენტი 41%-იან წილს ფლობს. ბუნებრივია, უძრავი ქონების შეფასება მყისიერად არ იცვლება, ამიტომ ტრამპის ოჯახის ქონების შეფასება ისევ სტაბილურად ნარჩუნება $6 მილიარდის ფარგლებში.























