აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოახლოებულ ინაუგურაციას საქართველოს ბანკის ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი, არჩილ გაჩეჩილაძე, დაესწრება. ეს ინფორმაცია საჯაროდ BMG-ის მთავარმა პროდიუსერმა, გიორგი ისაკაძემ, გადაცემა "ბიზნესის კვირეულის" ეთერში გააჟღერა.
მისი თქმით, ეს მოვლენა უაღრესად მნიშვნელოვანია მთელი ქართული ბიზნესის სექტორისთვის. "ეს ამბავი, ვფიქრობ, გამორჩეულად კარგი სიგნალია მთელი ქართული ეკონომიკისთვის. საქართველოს ბანკის ჯგუფი სამხრეთ კავკასიის ერთ-ერთი უმსხვილესი კორპორაციაა, სადაც ამერიკული ეკონომიკის ისეთ გიგანტებს აქვთ ინვესტირებული კაპიტალი, როგორიცაა JPMorgan და BlackRock. ეს პირდაპირი კანონზომიერებაა და არა შემთხვევითობა, რომ საქართველოს ბანკის ჯგუფის დირექტორი, არჩილ გაჩეჩილაძე, ამ მაღალი დონის ღონისძიებას დაესწრება. მისი იქ ყოფნა ხაზს უსვამს იმ ღრმა ეკონომიკურ კავშირებს, რაც ჩვენს ქვეყანას აშშ-ის ფინანსურ წრეებთან აქვს." - გიორგი ისაკაძე.
არჩილ გაჩეჩილაძის მონაწილეობა დონალდ ტრამპის ინაუგურაციაში აღიქმება, როგორც საქართველოს ბანკის როლის დადასტურება რეგიონული ლიდერის სტატუსით, რომელიც წარმოადგენს მილიარდობით დოლარის ამერიკულ საინვესტიციო ინტერესებს სამხრეთ კავკასიაში.




























