მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არჩილ მესტვირიშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს ეროვნული ბანკის 2022 წლის ანგარიშს წარადგენს

647722452fe2e
BM.GE
31.05.23 14:32
434
ამ წუთებში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, არჩილ მესტვირიშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს ეროვნული ბანკის 2022 წლის ანგარიშს წარადგენს, რომელიც მომზადებულია „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის შესაბამისად და მოიცავს ფულად-საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო პოლიტიკის მიმოხილვას და აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებას.

„ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანა ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაა. ამასთანავე, ეროვნულმა ბანკმა ფინანსური სისტემის სტაბილურობა და გამჭვირვალობა უნდა უზრუნველყოს და ხელი შეუწყოს ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ ზრდას ისე, რომ მისი ძირითადი ამოცანის შესრულებას საფრთხე არ შეექმნას. ფასების სტაბილურობა, თავის მხრივ, საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის ისეთი დონის არსებობას გულისხმობს, რომელიც მაღალი და მდგრადი ეკონომიკური ზრდისთვის ოპტიმალურია. საშუალოვადიან პერიოდზე ფოკუსირება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან ღია ეკონომიკის ქვეყნებში და არა მარტო მცირე ზომის, ასევე მსხვილი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში არის შოკები, რომელიც დამოუკიდებელია მონეტარული პოლიტიკისგან და ამ შემთხვევაში ინფლაცია შესაძლებელია გადაიხაროს მიზნობრივი მაჩვენებლისგან თუმცა ცენტრალური ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკით, ინფლაცია დაუბრუნდება საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივ მაჩვენებელს მას შემდეგ რაც შოკები მიილევა.

ერთ-ერთი ასეთი რეჟიმი აქვს საქართველოს ეროვნულ ბანკს, რომელსაც ინფლაციის თარგეთირების რეჟიმს ვუწოდებთ. ჩვენ ვაკეთებთ ინფლაციის პროგნოზს და ასევე გვაქვს დადგენილი ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელი, რომელიც ჩვენი შეფასებით არის ოპტიმალური ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარებისთვის. თუ ჩვენი პროგნოზით ვხედავთ, რომ ინფლაცია იქნება უფრო მაღალი ვიდრე არის მიზნობრივი, ჩვენ ვამკაცრებთ მონეტარულ პოლიტიკას და პირიქით, თუ ვხედავთ რომ საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია ჩამორჩება მიზნობრივ მაჩვენებელს ეს საშუალებას გვაძლევს რომ მონეტარული პოლიტიკა შევარბილოთ. ასეთი პოლიტიკა სხვა ალტერნატივებთან შედარებით უზრუნველყოფს ფასების სტაბილურობის მიღწევას საშუალო და გრძელვადიან პერიოდში მინიმალური საზოგადოებრივი დანახარჯებით. ინფლაციის თარგეთირების რეჟიმი არის ყველაზე თანამედროვე მონეტარული პოლიტიკის რეჟიმი“, - განაცხადა არჩილ მესტვირიშვილმა.




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები