საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი ვაშინგტონში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ საგაზაფხულო მაღალი რანგის შეხვედრებში მონაწილეობს.
ვიზიტის ფარგლებში არჩილ მესტვირიშვილი შეხვდება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს, სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და შუა აზიის დეპარტამენტის დირექტორს, სსფ-ის მისიის ხელმძღვანელს, სსფ-ის ჰოლანდიის ჯგუფის აღმასრულებელ დირექტორსა და ალტერნატიულ დირექტორს, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების წარმომადგენლებს. დაგეგმილია საქართველოს დელეგაციის შეხვედრა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტთან, ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინისა და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან.
მსოფლიო ბანკის ორგანიზებულ ფორუმზე არჩილ მესტვირიშვილი მიწვეულია სესიის - მონეტარული პოლიტიკის ახალი გამოწვევები სპიკერად.
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი მონაწილეობას მიიღებს Bank of America-ს მიერ ორგანიზებულ ინვესტორთა კონფერენციაში.