მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“იმედი გვაქვს, საქართველოს ეროვნული ბანკი ეფექტიან და დამოუკიდებელ უწყებად დარჩება” - მსოფლიო ბანკი

648c1c654b8bd
გიორგი არონია
16.06.23 12:36
731
სტატიაში საუბარია:

“არ ვიცით, საჭირო იყო თუ არა ეს საკანონმდებლო ცვლილებები, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ ეროვნული ბანკი ეფექტიან და დამოუკიდებელ უწყებად დარჩება”, - ასე პასუხობს საქართველოში მსოფლიო ბანკის პროგრამის ლიდერი, მიგელ ედუარდო სანჩეს მარტინი bm.ge-ს მიერ ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში შესული ცვლილებების თემაზე დასმულ შეკითხვას.

“მრავალი წლის განმავლობაში, მსოფლიო ბანკსა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის მყარი თანამშრომლობა იყო და ვფიქრობთ, ეროვნული ბანკი ძალიან კარგად მოქმედი ინსტიტუტია. არ ვიცით, საჭირო იყო თუ არა ეს საკანონმდებლო ცვლილებები, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ ეროვნული ბანკი ეფექტიან და დამოუკიდებელ უწყებად დარჩება და მომავალში ქვეყნის მაკრო-ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებას შეძლებს”, - აღნიშნავს მიგელ ედუარდო სანჩეს მარტინი.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში შემავალ ცვლილებებს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ვეტო დაადო, რომელიც საქართველოს პარლამენტმა დაძლია. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ეს კანონპროექტი არასაჭირო იყო და ის ეროვნულ ბანკზე ხელისუფლების მიერ კონტროლის მოპოვებას ემსახურებოდა. ანალოგიურად მკაცრი შეფასება ჰქონდა კანონპროექტთან დაკავშირებით საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასაც. 

ახალი კანონით, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოში გაჩნდება პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა, რომელიც სებ-ის პრეზიდენტის არყოფნის პერიოდში მის მოვალეობას შეასრულებს. ამასთან, იქამდე სანამ ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტს არ გაუვა უფლებამოსილების ვადა, დროებით შემოდის დათქმა, რომ ვიცე-პრეზიდენტების რაოდენობა სამის ნაცვლად, იქნება ოთხი და მათ შორის ერთი პირველი ვიცე-პრეზიდენტი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები