მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არიან თუ არა ფინტექ-კომპანიები ბანკების კონკურენტები? - ფინტექ ასოციაციის განმარტება

6471ddcdc234c
ლიკა გურაბანიძე
27.05.23 14:46
698
არიან თუ არა ფინტექ-კომპანიები ბანკების კონკურენტები? - ამ კითხვას BMG-ს გადაცემა #BMGDRIVE-ში “ფინტექ ასოციაციის” თავმჯდომარე დავით კიკვიძემ უპასუხა.

მისი თქმით, პირდაპირი სახის კონკურენცია არ არსებობს, თუმცა არის ირიბი კონკურენცია. მანვე აღნიშნა, რომ "ზოგადად ბანკები კონკურენციას თითქმის ყველაფერში ხედავენ, მაშინ როგორც კი ფინტექ-კომპანიები მოძლიერდება".

“მგონია, რომ ძალიან მალე ეს მიდგომები შეიცვლება და ჩვენ ჯანსაღი გარემო გვექნება ფინანსურ სექტორში. რაც შეეხება ღია ბანკინგის კონკურენციას ბანკებთან, ის ნებისმიერი არხიდან ოპერაციის განხორციელების შესაძლებლობას იძლევა. ეს ნებისმიერი არხი, შესაძლოა, ფინტექ-კომპანია იყოს, რომელიც ლიცენზიას ეროვნული ბანკისგან მოიპოვებს. ამიტომ მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, რომ ნებისმიერი არხიდან გადაიხადოს.

მაგალითად, ღია ბანკინგი შეიძლება რომელიმე ელ-კომერციის პლატფორმაზე ჩაშენდეს და კლასიკური ელ-კომერციის ნაცვლად პირდაპირი ტრანზაქციის ოპერაცია განახორციელოს. ეს ხარჯების მინიმიზაციასთანაა დაკავშირებული როგორც ბიზნესისთვის, ისე მომხმარებლებისთვის. ანუ რეალურად მრავალმხრივ ბენეფიტს ქმნის, მაგრამ ირიბად კომერციულ ბანკთან კონკურენციაში შედის", - აღნიშნა დავით კიკვიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები