მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბუნებრივია, თაღლითობაა, როცა გპირდებიან, რომ $1000-ის ინვესტიციით, კვირაში $5000 გადაგიხდიო" - როგორ ამოვიცნოთ "ფინანსური პირამიდები"

ფინანსური პირამიდა

“საქართველოს ფინტექ ასოციაციის" თავმჯდომარე იმ ძირითად ინდიკატორებს ასახელებს, რომლებითაც მომხმარებლებმა, შესაძლოა, თაღლითური სქემები ამოიცნონ.

როგორც “საქმის კურსის” ეთერში დავით კიკვიძემ განაცხადა, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რაზეც მომხმარებლებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ ფინანსური კომპანიებისგან და პლატფორმებისგან მოკლე დროში დიდი მოგების მიღების დაპირებაა.

როგორც ასოციაციის თავმჯდომარე აღნიშნავს, ასევე მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელი მხოლოდ ისეთ საფინანსო ორგანიზაციებს ენდოს, რომლებიც ეროვნულ ბანკის ლიცენზიას ფლობენ და მარეგულირებელში რეგისტრირებულები არიან.

“მგონი, ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანისთვის სავსებით გასაგებია, რომ უჩვეულოდ სწრაფად გამდიდრების მეთოდი მსოფლიოში ჯერ არ მოგონილა. ერთადერთი “გემბლინგი” და კაზინოა, სადაც 50/50-ზე გაქვს შანსი, რომ გამდიდრდე. აქედან გამომდინარე, ზუსტად ანალოგიური პრინციპი მოქმედებს აბსოლუტურად ყველა ბიზნესში, მათ შორის კრიპტო ბიზნესშიც, საგადახდო ბიზნესში და ა.შ. ამიტომ, პირველი, რასაც მოვუწოდებდი მეც მომხმარებლებს, არის ის, რომ მსგავსი ტიპის შემოთავაზებებზე მინიმუმ კარგად დაფიქრდნენ. მაგალითისთვის, 1 000 დოლარით ინვესტიციით, რომ ვიღაც გპირდება, 5 000 დოლარს გადაგიხდი ერთ კვირაშიო, ძალიან ბუნებრივია, რომ ეს ჰგავდეს რეალურად რაღაც თაღლითობას და არაჯანსაღ პროცესს.

მეორე მხრივ, ჩვენ ვიცით, რომ კრიპტო ბაზარი საქართველოში საკმაოდ მკაცრად რეგულირდება. დანერგილია საერთაშორისო სტანდარტები კრიპტო აქტივების ოპერირებასთან დაკავშირებით და შესაბამისად, მინიმუმ ასევე კიდევ რაც შეიძლება მომხმარებელმა გააკეთოს ისაა, რომ უნდა გადაამოწმოს, აღნიშნული ორგანიზაცია რეალურად არის თუ არა ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული და აქვს თუ არა მას აღნიშნული საქმიანობის განხორციელების უფლება. აღნიშნული ინფორმაცია განთავსებულია ეროვნული ბანკის ვებგვერდზე და ნებისმიერ მომენტში არის შესაძლებელი ამ ინფორმაციის მოძიება. აქედან გამომდინარე, თუ რომელიმე კომპანიას შეიძლება ვენდოთ, ეს არის აუცილებლად ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული ორგანიზაცია. ნებისმიერ შემთხვევაში, სხვაგვარად ეს უკვე თაღლითობას ჰგავს”, - განაცხადა დავით კიკვიძემ.

ე.წ. საინვესტიციო პლატფორმა TSQ-ს საქმიანობაზე გამოძიება დაიწყო

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები