მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“არის საშუალება კულტურამ ცოტა ამოისუნთქოს”- რას ელოდება სფერო კულტურის სამინისტროსგან?

60155ba392e05
BM.GE
30.01.21 19:00
904
კულტურის სფეროს წარმომადგენლები დაფინანსების გაზრდას ითხოვენ. მოთხოვნებს შორის სახელდება საგადასახადო შეღავათების დაწესება და არსებული რეგულაციების მოხსნის პროცესში მომავალი კულტურის მინისტრის აქტიური ჩართულობაც.

“საუბარია თეატრების ბიუჯეტის გაზრდაზე, იმიტომ რომ ინფლაციაა, ყველაფერი ძვირდება და ხელფასები არ გაზრდილა არ ვიცი რამდენი წელია. უნდა დაწესდეს გარკვეული ტიპის შეღავათები თეატრებისთვის. განსაკუთრებით კერძო თეატრებისთვის, რომლებიც 1 წლის განმავლობაში გაჩერებულები არიან. შეღავათები უნდა დაწესდეს დღგ-სთან მიმართებით. არის ძალიან ბევრი საშუალება, იმისთვის, რომ ცოტათი კულტურამ და თეატრებმა ამოისუნთქონ “-ამბობს თუმანიშვილის თეატრის დირექტორი ზურა გეწაძე.

კინოსტუდია „ქართული ფილმის“ დირექტორი ხათუნა ხუნდაძე კი ამბობს, რომ უნდა გაიზარდოს ქართული ფილმების დაფინანსება, რადგან არსებული დაფინასებით ინდუსტრიაში მუშაობა უბრალოდ შეუძლებელია.

“ის თანხები, რაც კინოშია ჩადებული, არ ვიცი როგორ დაითვალეს. ეს არის მიზერის მიზერი. დღეს ქართულ კინოს მთლიანად თავის ანიმაციით, დოკუმენტურით, დებიუტით, მოკლემეტრაჟიანებით აქვს ევროპის ერთი დაბალბიუჯეტიანი ფილმის დაფინანსების ნახევარი”-აცხადებს კინოსტუდია „ქართული ფილმის“ დირექტორი ხათუნა ხუნდაძე.

ცნობისთვის, მცირე მთავრობის კონცეფციის ფარგელებში ჯერ კიდევ 2018 წელს მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდა. შემცირებაში მოჰყვა კულტურისა და სპორტის სამინისტროც, რომელიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შეურთდა.

ხოლო 2020 წლის დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ "ოცნების" მთავრობა გიორგი გახარიას მეთაურობით, მზად იყო, 2 წლის წინ გაუქმებული კულტურისა და სპორტის სამინისტრო ისევ აღედგინა, რაც ასეც მოხდა. კულტურის, სპორტისა და მათ შორის ახალგაზრდობის სამინისტროს ცალკე უწყებად გამოყოფის დადგენილება საქართველოს მთავრობის მინისტრთა კაბინეტმა უკვე მიიღო.

ამასთან, კულტურის სამინისტროს ნაწილი გახდება მამუკა ბახტაძის პრემიერ მინისტრობის დროს შექმნილი ახალგაზრდობის სააგენტოც, რომელიც აქამდე მთავრობის ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები