მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არის თუ არა თამბაქოს კონტრაბანდის მიზეზი სააქციზო პოლიტიკა?-ინდუსტრია მთავრობას მიმართავს

5edb60c73f6bb
ელენე გოგბერაშვილი
06.06.20 14:00
1335
თამბაქოს ინდუსტრია სააქციზო პოლიტიკის გადახედვის საჭიროებას აყენებს დღის წესრიგში. ბოლო პერიოდში თამბაქოზე აქციზის განაკვეთის ზრდის პარალელურად გააქტიურდა მეზობელი ქვეყნებიდან საქართველოში კონტრაბანდული გზით თამბაქოს შემოტანის შემთხვევები (bmg ოფიციალურ სტატისტიკას შემოსავლების სამსახურიდან ჯერ კიდევ ელოდება). ბიზნესი ამბობს, რომ ამის მთავარი განაპირობებელი ფაქტორი ის სააქციზო პოილიტიკაა, რაც დღეს ქვეყანაში მოქმედებს და მეზობელ ქვეყნებში არსებულ ფასებთან შედარებით 2-3 ჯერ აძვირებს თამბაქოს პროდუქციას- ეს კი მოტივაციას ქმნის ქვეყანაში კონტრაბანდული გზით შემოვიდეს უაქციზო საქონელი.

JTI-ს კორპორაციული დირექტორი bm.ge-სთან საუბარში განმარტავს, რომ ბოლო წლებში ისეთი ტემპებით იზრდებოდა აქციზი, რომ საქართველოში მეზობელ ქვეყნებთან შედარებით თამბაქოზე ფასი 2-3 ჯერ გაიზარდა. ფასთა შორის დიდი სხვაობამ კი განაპირობა ის, რომ მასიურად დაიწყო ქვეყანაში კონტარბანდული თამბაქოს შემოდინება.

თამბაქოს ინსუსტრია ადვალური გადასახადის მეთოდოლოგიის გადახედვას და სექტორისტვის აქციზის ზრდის გრძელვადიანი გეგმის საჭიროებაზეც საუბრობს.

„ფინანსთა სამინისტროში შეხვედრაზე გვითხრეს, რომ 2 წლის განმავლობაში აქციზი რადიკალურად არ შეიცვლებოდა, რაც მისასალმებელია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი იქიდან განომდინარე, რომ გვაქვს რთული აქციზის განაკვეთი, ორი კომპონენტისგან შედგება. ეს არის სპეციფიური და ადვალური ნაწილი. ადვალური მეთოდოოლოგიის გათვალსიწინებით ფინანსთა სამინისტრო წლიდან წლამდე გაზრდის თუ არ გაზრდის საგადასახადო კოდქსით აქციზის განაკვეთს, მაინც მეთოდოლოგიიდან გამომდინარე ჩადებულია წლიდან წლამდე აქციზის მატება, რაც ფასზეც აისხება.

აქედან გამომდინარე ვთვლით, რომ საშუალო გრძელვადიან ჭრილში აცულებელია სექტორთან ერთად აქციზის ზრდის გეგმის შემუშავება. ამ გეგმის პირველი და მთავარი კომპონენტი უნდა იყოს ადვალური აქციზის შემცირება, რაც ხელს შეუწყობს ბაზრის სტაბილურობას და ფასების დაბალანსებას“-აცხადებს ივა ხასია.

როგორც ის ამბობს, ბიზნესისთვის ძალიან მტკივნეულია აფხაზეთიდან კონტრაბანდული გზით თამბაქოს შემიტანის ფაქტებიც.

„ეს შეიძლება იყოს რუსეთში არალეგალურად ნაწარმოები პროდუქტი ან აფხაზეთში რომელიც 2.5 ლარის ფარგლებში იყიდება. კანონიერი პროდუქტი ფასიდან გამომდინარე კონკურენციას ვერ გაუწევს. ეს განსაკუთრებით თვალნათლივ ჩანს სამეგრელოს რეგიონში, სადაც კანონიერი პროდუქტი აღარც კი იყიდება. კოვიდის გამო საზღვრები რომ ჩაიკეტა კონტრაბანდის შემცირებაზე პოზიტიურად აისახა, თუმცა რაც არ უნდა გასაკვირი იყოს მოიმატა აფხაზეთიდან შემოტანილმა პროდუქტებმა. რა არხებით შემოდის, როცა საზღვრები ჩაკეტილია არ ვიცით.

ეს პროდუქტს არამარტო სამგერელოში, თბილისშიც იშოვება ჩვენი ინფორმაციით და კანონიერ მწაროებლებს უკონკურენტო მდგომარეობაში გვაყენებს, რადგან ჩვენი მინიმალური ფასი 5,5 ღირს და 2,5 იანს კონკურეციას ვერ გაუწევს. ვზარალობთ ჩვენ, სახელმწიფო ბიუჯეტიც“-აცხადებს ხასია.

მისი თქმით, კონტრაბანდის შემთხვევების მინიმალიზაციას სხვა ვერაფერი უზრუნველყოფს, თუ არა შესაბამისი საგადასახადო პოლიტიკა ქვეყანაში.
„ აქედან გამომდინარე ითხოვს ჩვენი სექტორი მოხდეს გრძელვადიან ჭრილში აქციზის გეგმის შემუშავება რომლის ნაწილი იქნება ადვალური გადასახადის შემცირება, რაც საშუალებას მოგვცემს ფასები დაბალანსდეს და უკვე დაბალანსებული ფასები და რეგიონის სურათთან გათანაბრება დაინტერსებას მოსპობს კონტრაბანდული გზით შემოვიდეს ქვეყანაში“-აცხადებს ხასია.

მისი განმარტებით, თუ მისი კომპანია თამბაქოს 5,5 ლარად ყიდის, ამ ფასში აქციზის წილი არის 4 ლარი. გადასახადის მეთოდოლოგიიდან გამომდინარე კი, რაც უფრო ძვირიანია პროდუქტი, აქციზის წილიც იზრდება.

„ადვალური გადასახადის კომპონენტი ფასიდან გამომდინარე 30 % წარმოადგენს. პირდაპირ ფასზეა მიბმული ეს გადასახადი და არ იძლევა საშუალებას ფასები დაბალანსდეს. ისეთი მეთოდოლოგიაა დამტკიცებული, რომ წლიდან წლამდე უზრუნველყოფს აქციზის წილის მატებას, შესაბამისად ჩვენც გვიწევს როგორც კი აქციზი მატულობს , მისი ასახვა ფასში და შესაბამისად მატულობს გასაყიდი ფასი. სწორედ აქედან გამომდინარე ვითხოვთ გადასახადი გადაიხედოს და შემცირდეს.

ეს პრაქტიკა ფართოდ არის აპრობირებული ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც, სადაც უმეტესობაში ადვალური აქციზი იყო, თუმცა ბოლო წლების ტენდენციას თუ გადავხედავთ, შემცირებისკენ მიდის ან საერთოდ გაუქმებისკენ. თვითონაც ხვდებიან ქვეყნები, რომ ადმინისტრების კუთხითაც გაცილებით მარტივია იყოს სპეციფიური კომპონენტი, რა დროსაც გადასახადების აკრეფა ხდება გამარტივებულად და მარტივია დაიგეგმოს საბიუჯეტო შემოსავლები და სექტორსაც აძლევს განჭვრეტად მომავალს, რაც გვიმარტივებს ბიზნესის დაგეგმვას“-განაცხადა ხასიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები