მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არმატურის და გლინულას შესაძლო დემპინგზე კვლევისთვის 1-წლიანი ვადა გვაქვს - ირაკლი ლექვინაძე

ლექვინაძე

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, ამ დრომდე არმატურის და გლინულას შესაძლო დემპინგურ იმპორტზე კვლევა მიმდინარეობს და ამისთვის სააგენტოს 1-წლიანი ვადა აქვს.

„ახლა მიმდინარეობს კვლევა, რომელიც არმატურის და გლინულას დემპინგური შესაძლო იმპორტის უკავშირდება. ჩვენ ამ ეტაპზე კვლევის ეტაპზე ვართ. ვხედავთ, რომ იმპორტი არის გაზრდილი, საიდანაც მაღალი წილია ამ ქვეყნებიდან შემოსული პროდუქციის და ადგილობრივი ინდუსტრიიდან მიღებულ მონაცემებს ვამუშავებთ, რომ ვნახოთ რეალურად არის თუ არა დემპინგი და ამ დემპინგს გავლენა თუ არა ადგილობრივი ინდუსტრიის ზიანზე.

კვლევა დავიწყეთ ზაფხულში. 1-წლიანი ვადა გვაქვს, რომ საბოლოო შედეგი წარვადგინოთ“, - აცხადებს ლექვინაძე.

არმატურის იმპორტი $170 მლნ-მდე გაიზარდა - საქართველო რუსულ და ირანულ არმატურას ყიდულობს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები