მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

არქი ბიზნეს პარტნიორთან, გიორგი მამარდაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

არქი
14.11.25 14:59
4108

დეველოპერული კომპანია "არქი" ბიზნეს პარტნიორთან, გიორგი მამარდაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

ბოლო დღეებში ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს „გრანდ ავენიუს“ ბიზნეს პარტნიორებს, მათ შორის ცნობილ სპორტსმენ გიორგი მამარდაშვილს, კომპანიაში წილი 1 ლარად გადაეცათ და მათ ინვესტიციის ვალდებულება არ აქვთ, რაც არ შეესაბამება რეალობას.

სიმბოლურად, 1 ლარად დარეგისტრირებული წილი არ წარმოადგენს ინვესტიციის მოცულობას. ეს არის მიღებული სამართლებრივი ფორმა, რომელიც კომპანიის დაფუძნებისას გამოიყენება და რომლის მიხედვითაც ყველა პარტნიორს წილი ერთნაირი პირობით აქვს მიღებული, მათ შორის თორნიკე შენგელიას, ზაზა ფაჩულიას კომპანიას, მენი ბენიშის, ილია წულაიას და სხვა მეწილეებს.

ამასთან, თითოეულ პარტნიორს აქვს აღებული ვალდებულება, რომ პროექტში განახორციელოს მრავალმილიონიანი ინვესტიცია საკუთარი წილის პროპორციულად, კომპანიის საჭიროებებიდან გამომდინარე.

შესაბამისად, განცხადება, თითქოს რომელიმე პარტნიორის სრული ინვესტიცია მხოლოდ „1 ლარია“, წარმოადგენს მიზანმიმართულ მანიპულაციას, რასაც საზოგადოება შეჰყავს შეცდომაში.

გთხოვთ, თავი შეიკავოთ მსგავსი მცდარი ინფორმაციის გავრცელებისგან.

„გრანდ ავენიუს“ პროექტში ცნობილი სპორტსმენებისა და სხვა პარტნიორების მონაწილეობა კიდევ ერთხელ ადასტურებს მათ ნდობას „არქის“ მიმართ და მზადყოფნას გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის, რასაც ჩვენ განსაკუთრებულად ვაფასებთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები