თბილისის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უბან საბურთალოზე ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო განვითარბასთან ერთად იზრდება ამ უბანში ცხოვრების მსურველთა რიცხვიც. საბურთალოზე გამორჩეული ადგილია უნივერსიტეტის ქუჩა, სადაც დღესდღეობით მიმდინარეობს ბაგებთან დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა. ახალი ხიდი უნივერსიტეტის ქუჩის მცხოვრებლებს ბაგებსა თუ წყნეთში მოხვედრას გაუმარტივებს. გამწვანებული გარემოსა და ცენტრთან სიახლოვის გამო უნივერსიტეტის ქუჩა საცხოვრებლად ძალიან მოთხოვნადია. ჩვენ მოგიყვებით, რას გთავაზობთ ლიდერი დეველოპერული კომპანია არქი უნივერსიტეტის ქუჩაზე.
პრემიუმ კლასის კომპლექსი არქი უნივერსი
ლიდერი დეველოპერული კომპანია არქი საბურთალოზე ახალ პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კომპლექსს არქი უნივერსს აშენებს. Არქი უნივერსი თანამედროვე ადამიანის სურვილებს უპასუხებს და უნივერსიტეტის ქუჩაზე გამორჩეულ გარემოს შექმნის. არქის ბინები უნივერსიტეტის ქუჩაზე გამოირჩევა ულამაზესი პანორამული ხედებით და მაქსიმალურადაა მორგებული მცხოვრებლების კომფორტზე.
26-სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი 257 ბინას მოიცავს და ისეა დაპროექტებული, რომ მობინადრეებს ყოველდღიურობა გაუმარტივოს. არქი უნივერსის ორ საცხოვრებელ ბლოკს მასშტაბური კომერციული სივრცე აკავშირებს, სადაც ერთ სივრცეში განთავსდება ყველაფერი, რაც მცხოვრების კომფორტისთვისაა საჭირო: ევროპული სტანდარტების ფიტნესდარბაზი და ღია აუზი, ლობი და კონსიერჟის მომსახურება, კაფეები, სუპერმარკეტი, აფთიაქი და სხვადასხვა სავაჭრო ობიექტი.
არქი უნივერსის მშენებლობის ხარისხი
პრემიუმ კლასის კომპლექსის მშენებლობისას გამოიყენება უმაღლესი ხარისხის, ევროპული სტანდარტის, ეკოლოგიურად სუფთა და ენერგოეფექტური მასალები, მათ შორის, გერმანული ბენდის YTONG-ის ენერგოეფექტური სამშენებლო ბლოკი, რომელიც შენობაში ტემპერატურას ყველა სეზონზე ინარჩუნებს, ამის დამსახურებით გათბობასა თუ გაგრილებაზე 40%-ით ნაკლები ენერგია იხარჯება, რაც კომუნალურ ხარჯებს საგრძნობლად ამცირებს. არქი უნივერსის ექსტერიერს გამორჩეულსა და დახვეწილს ხდის მინის მოაჯირები და უმაღლესი ხარისხის საფასადე მასალა ტერაკოტა. ტერაკოტა გერმანიისა და პორტუგალიის ქარხნებში იწარმოება და ვიზუალის გარდა გამოირჩევა იმით, რომ ინარჩუნებს იერსახეს დიდი ხნის მანძილზე. Ტერაკოტა არის ხანძარგამძლე და გათვლილია მაღალი სიძლიერის ქარზე, რაც მას მაღალსართულიანი შენობების მოსაპირკეთებელ საუკეთესო მასალად აქცევს. საცხოვრებელი კომპლექსის თანამედროვე, ესთეტიკური არქიტექტურა უნივერსიტეტის ქუჩაზე ურბანულ განვითარებას შეუწყობს ხელს და აქტიურ, მრავალფეროვან სივრცეს შექმნის.
პრემიუმ კლასის კომპლექსში ბინის შეძენის პირობები
არქი უნივერსში ბინის შესძენა მომხარებელზე მორგებული, საუკეთესო გადახდის პირობებითაა შესაძლებელი. ბინის შეძენის მსურველებს აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ 12 წლამდე განვადებით ყოველგვარი წინასწარი შენატანის გარეშე. ხოლო მათ, ვისაც ბინის შეძენა ერთიანი გადახდით სურთ არქი სპეციალურ ფასდაკლებას სთავაზობს.
არქიში მომხმარებელს მაღალი ხარისხის და სწრაფი მომსახურება დახვდებათ. პერსონალური მრჩევლები ყველა მომხმარებელს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან და დაეხმარებიან სასურველი ბინის შერჩევაში, საჭიროების შემთხვევაში კი მათზე მროგებულ გადახდის გრაფიკს შეუდგენენ. არქის ნებისმიერი პროექტის შესახებ კონსულტაციისა და დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ: 2 602 602 ან *6262, ხოლო ვაიბერით/ვოთსაფით: +995 577 69 92 22