მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“არსებობს გზა, ცუდი გზა და ნუნისის გზა” - ბიზნესი 20 წელია გზის რეაბილიტაციის მოლოდინშია

638f42b1cc902
ანუკა ჯოხაძე
06.12.22 22:30
1317
Nunisi Forest Hotel and Spa - სამკურნალო, გამაჯანსაღებელი და გასართობ-დასასვენებელი კომპლექსია, რომელიც 2001 წელს დაარსდა. იგი მდებარეობს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე ნუნისის წყლის ხეობაში.

ერთ-ერთ გამოწვევად კომპლექსის თანადამფუძნებელი ირმა დაუშვილი კურორტის მიმდებარედ არსებულ ინფრასტრუქტურას ასახელებს. როგორც ის ამბობს, 28 კილომეტრიანი გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია წლებია ვერ ხორციელდება, რაც ბიზნესისთვის საქმიანობის პროცესს ართულებს.

მისი თქმით, რეგიონში გამოწვევაა ელექტროენერგიის შეუფერხებლად მიწოდება და გაზიფიცირების საკითხიც.

“ზუსტად 20 წელი გავიდა მას შემდეგ რაც ჩვენი კომპანია ფლობს ნუნისს, 20 წლის წინ ადგილზე მივედით გულანთებული ახალგაზრდები ხარაგაულის რაიონში ამ კურორტის განვითარების მიზნით. ვფიქრობთ, რომ წვლილი შევიტანეთ, მაგრამ ეს ის არ არის რისი გაკეთებაც ჩვენ ბოლომდე გვინდოდა.

დღემდე კურორტამდე მისასვლელი გზა, ჩუმათელეთის გადასახვევიდან 28 კილომეტრი არის გასაკეთებელი. არსებობს გზა, არსებობს ცუდი გზა და არსებობს ნუნისის გზა, რომლის არაფერთან შედარება არ ხდება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ როგორც ყველა რეგიონში ჩვენთანაც იგივე პრობლემები რჩება, არასტაბილურ ელექტრო მომარაგებასთან დაკავშირებით.

ნუნისში არ არის გაზიფიცირება. ტურიზმის განვითარებისთვის ყველაზე დიდი ხარჯი არის კომუნალურები. ეს ხარჯი კი თუ გაზი არ გაქვს, ძალიან იზრდება,”-აცხადებს „ნუნისის ტყის სასტუმროს“ თანადამფუძნებელი ირმა დაუშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები