მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არსებობს თუ არა უძრავი ქონების ბაზარზე ჭარბი მიწოდების რისკი?

648598dbc2740
თათია ჩაფიჩაძე
11.06.23 15:27
3932
კომპანია m2 -ში ფიქრობენ, რომ ბაზარზე ჭარბი მიწოდების და ბაზრის „გადახურების“ რისკები არ დგას. როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ მეძმარიაშვილმა BMG-თან ინტერვიუსას განაცხადა, მიუხედავად გაზრდილი ფასისა და მოთხოვნისა ტენდენცია შენარჩუნებული იქნება და ბაზარი მიმდინარე წელს სტაბილურ, ბუნებრივ ზრდას გააგრძელებს.

მისივე თქმით თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე ბრენდირებული, მსხვილი კომპანიების წილი 30%-ს არ აჭარბებს, დანარჩენი 70% კი მცირე და საშუალო კომპანიებზე ნაწილდება.

„საქართველოში ერთ ოჯახში საშუალოდ 3.4 ადამიანი ცხოვრობს, მაშინ როცა ევროპის საშუალო არის 2.2 ადამიანი. ჩვენ თუ ვითარდებით და ჩვენი ქვეყნა ვითარდება, ეს ნიშნავს რომ მოთხოვნა იმაზე, რომ ოჯახებმა აღარ იცხოვრონ ერთად, ახალგაზრდები გავიდნენ ცალკე და შეიძინონ უძრავი ქონება, იზრდება.

ვფიქრობ, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება, ამიტომ არ მგონია, მოთხოვნაზე მეტი მიწოდება იყოს. აქ საუბარია ტემპებზე, ეხლა მივედით პიკში, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ახლა დაბლა წამოვალთ. მგონია რომ დაიჭერს ამ ნიშნულს და ჩემი პირადი მოლოდინია, რომ 10-15%- მოიმატებს ფასიც და მოთხოვნაც შენარჩუნდება.

ბოლო წლების ტენდენციაა, რომ ბევრმა დაიწყო ბიზნესმა დაიწყო დეველოპმენტის კეთება, რაც კარგის ნიშანია ანუ სტაბილურ საქმიანობას ვეწევით. ახალი მოთამაშეებს მივესალმებით. რომ შევხედოთ თბილისის უძრავი ქონების ბაზარს მხოლოდ 30% მოდის ბრენდირებულ მსხვილ კომპანიებზე, დანარჩენი არის ცალ-ცალკე კორპუსების მაშენებელი კომპანიები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ არის ადგილი იმისთვის, რომ დამატებითი კომპანიები გაჩნდნენ, თუმცა ცხადია ერთა მთი არსებობა და მეორეა ბრენდი შექმნა რომელსაც წლები სჭირდება. რაც შეეხება პოტენციურად მათ გამსხვილებას, არ ვფიქრობ რომ მათი შერწყმა მოხდეს. მომავალში ალბათ როცა სხვა ინვესტორი შემოვა და გადაწყვეტს აქ ინვესტირებას, მათთვის ალბათ უფრო ხელსაყრელი იქნება არსებულ ბრენდთან ერთად გააკეთოს პროექტი, თუმცა არსებულ რეალობაში კომპანიების გამსხვილებას არ ველით.“ - განაცხადა მეძმარიაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები